როგორ მიიღებს საქართველო ტურისტებს: გახარიამ დეტალებზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები იმ კურორტებსა და სასტუმროებში დაისვენებენ, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში მუშაობდნენ – წყალტუბოში, ბორჯომში, აბასთუმანში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში და ა.შ.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნამდე საქართველომ რიგ ქვეყნებთან ორმხრივ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონში გამართულ შეხვედრაზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ტურიზმისთვის COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციაა საჭირო

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

„ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა საქართველომ შეძლოს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც სტუმრების მიღებას შეძლებს. ე.წ. „სუფთა დერეფნების“ შექმნასა და „მწვანე ზონების“ გამოცხადებასთან დაკავშირებით ბევრ მათგანთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმება მოგვიწევს“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 60–70 ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტურისტების მოსაზიდად ყველა ინსტრუქციას ხვალიდან მიიღებენ. 

თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველო მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები იმ კურორტებსა და სასტუმროებში დაისვენებენ, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში მუშაობდნენ – წყალტუბოში, ბორჯომში, აბასთუმანში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში და ა.შ.

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.

ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0