ნათია თურნავა: 18 ავიაკომპანიასთან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული

© photo: Sputnikთვითმფრინავები თბილისის აეროპორტში
თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების მიზნით  ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრმა ნათია თურნავამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

საქართველო საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო უცხოურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი განიხილეს  დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ  შეხვედრაზე, რომელსაც უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18-თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში: ხელისუფლების გლობალური გეგმები

მისი თქმით, ამას წინ უნდა უძღოდეს დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე,

მინისტრის განცხადებით, ამავე დროს ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას.

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სექტემბერში საქართველო ტურიზმის მინისტერიალს უმასპინძლებს >>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან კი  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

2019 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 9,3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 1,4%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0