ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში: ხელისუფლების გლობალური გეგმები

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც  უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

აბანოთუბანი და კალაუბანი - Sputnik საქართველო
როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში: გეგმები და უსაფრთხოების კონცეფცია

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხელისუფლება რეკომენდაციებს ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომელსაც საკუთარი გეგმები გააცნო და რეკომენდაციების წარმოდგენა სთხოვა.

„ჩვენ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. ჩვენ გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტები, სახმელეთო საზღვარი და სასტუმროები. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტებისა და წესების დაცვა იქნება საჭირო“, – მიმართა გახარიამ პოლოლიკაშვილს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ე.წ. „უსაფრთხოების დერეფნებით“ ტურისტების მიღების კუთხით. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საბერძნეთი საქართველოსთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისთვის მზადაა

„უსაფრთხო დერეფნებზე“ ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია არსებობს ინტერესი და გვინდა ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ", - განაცხადა გახარიამ. 

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა ეტაპობრივად გაიხსნას ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი შიდა სარგებლობისთვის, შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე.

გახარიას განმარტებით, ქვეყნის მიერ გამოცხადებული ყველა თარიღი დაკავშირებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ რეკომენდაციები ყველა ქვეყნისთვის მაისის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი.

„ეს რეკომენდაციები მაისის ბოლოსთვის დამტკიცდება და ყველა ქვეყანას წარედგინება. ეს სტანდარტები სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, უბრალოდ იქნება ნორმატივები და პროტოკოლი, რომლის დაცვა ძალზე მარტივი იქნება. რა თქმა უნდა, იქ არ იქნება მარტო ხელის დაბანის რეკომენდაცია, არამედ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თითოეულმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

საქართველოს ახალი მიღწევა

ონლაინ-შეხვედრაზე, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებულ რეკომენდაციებთან ერთად, მიღწეულ იქნა საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სექტემბერში ქვეყანაში ტურიზმის მინისტერიალი გაიმართება. 

თბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
სექტემბერში საქართველო ტურიზმის მინისტერიალს უმასპინძლებს

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გუშინ ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას ტურისტული ბაზრის გახსნის შესახებ თან მოჰყვა, არის ის, რომ დღეს ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან ზურაბ პოლოლიკაშვილისგან მივიღეთ გარანტიები, რომ შეიძლება სექტემბერში მინისტერიალი გაიმართოს და მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები ჩამოვლენ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როგორ მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და ეს იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ტურიზმის კუთხით ჩატარებული პირველი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0