13:01 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
39 0 0

საქართველოს მთავრობა შეუთანხმდა საბანკო სექტორს, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარონ ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან გამკლავებაში

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ტურისტულ სექტორზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისთვის ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ - შეთანხმებას ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიაღწიეს.

როგორც მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრა ეკონომიკაზე კორონავირუსის ზეგავლენას მიეძღვნა, განსაკუთრებით მოწყვლად სექტორებზე. იმსჯელეს საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯებზე ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე.

უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ტურისტული სექტორის დასახმარებლად გადადგომისთვის კონკრეტული ნაბიჯების გეგმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს ამ პროცესში და მზადაა მათთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

საბანკო სექტორმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს ტურიზმის ინდუსტრიას სხვადასხვა ხერხით, კერძოდ, თუ მას მიმდინარე გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით სირთულეები გაუჩნდება.

თბილისში კორონავირუსის საფრთხის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გადაიდო>>

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღესდღეობით საკვანძო ამოცანაა ფულადი რესურსების შენარჩუნება მოწყვლად სექტორებში, რათა განხორციელდეს მიმდინარე პროექტები.

გარდა კორონავირუსის ტურისტულ სექტორზე ზემოქმედებისა, ასევე აღინიშნა ინფექციის პირდაპირი გავლენა ფინანსურ და საბანკო სექტორზე,

გუშინ საღამოს მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46. ასევე დადასტურდა, რომ დაინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის ბავშვია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდოს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები