22:04 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (274)
66 0 0

ჰელსინკიში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაში საქართველოდან ცხრა ტურისტული კომპანია მონაწილეობს

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ჰელსინკიში საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე MATKA 2020 სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების მცხოვრებლებს შორის საქართველო 2019 წლის Foreign Destination of the Year–ის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, ნათქვამია ფინეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, უკვე ზედიზედ მესამე წელია, აქტიურად მონაწილეობს გამოფენაში. წელს საქართველოს სტენდზე ცხრა ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი: Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus, აჭარის ტურიზმისა და ურორტების დეპარტამენტი, შპს „აჭარა–ტური“.

წელს გამოფენის სტუმართა რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მონაწილეობა MATKA 2020–ში მსოფლიოს 86–მა ქვეყანამ მიიღო. გამოფენის მიზნობრივი აუდიტორიაა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტურისტების რაოდენობა ფინეთიდან საქართველოში, 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 17,7%–ით გაიზარდა.

MATKA Nordic Travel Fair – ესაა ჩრდიდლოეთ ევროპის დიდი ტურისტული მოვლენა, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში ფინეთში Messukeskus Helsinki–ში იმართება.

წელს გამოფენა პროფესიონალი შემსყიდველებისთვის MATKA Pro–ს ფარგლებში მიმდინარეობს 15–19 იანვარს და ფართო საზოგადოებისთვის– 17–19 იანვარს.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (274)

მთავარი თემები