ხმის მიცემა დაიწყო - თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში მონაწილეობს

© photo: Sputnikმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმის მიცემა 5 თებერვალს, 14:59 საათზე სრულდება, ხმის მიცემა ერთი IP-მისამართიდან შეიძლება შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

კონკურსზე ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ლინკზე.

საღამოს თბილისი - Sputnik საქართველო
Forbes-მა თბილისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა

ხმის მიცემა დღეს დაიწყო და 5 თებერვალს, 14:59 საათზე სრულდება. ხმის მიცემა ერთი IP-მისამართიდან შეიძლება შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნიდან. ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც: #votefortbilisi.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, კონკურსისთვის 8 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა.

„რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამისათვის საჭირო იყო თბილისის ფოტოები სხვადასხვა უბნიდან, ლოკაციიდან. შევარჩიეთ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.

„ვფიქრობ, ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0