01:13 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (189)
56 0 0

მრავალმილიონიანი პროექტის ბედი, რომელიც ენგურჰესის კაშხლის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას გულისხმობს, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კომპანია Colliers-მა დაასრულა მუშაობა სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის ენგურჰესის ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის მოწყობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საფუძვლებზე, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ენგურჰესი თავდაპირველ სიმძლავრემდე აღდგება: მინისტრმა თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა>>

ენგურჰესი უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. აქ იგეგმება სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცის, ღია საკონცერტო მოედნისა და საბაგირო გზის მოწყობა. „ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, ხოლო სიგრძე – 728 მეტრი.

„ეს პროექტი ათობით მილიონი ლარი დაჯდება, თუმცა საბოლოო ვარიანტი ჯერ არ გვაქვს. განვიხილავთ რამდენიმე მოდელს – მარტივებსა და რთულებს, ყველაფრის გადაწყვეტა ფონდს არ შეუძლია, ამიტომ გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს – ვინ დააფინანსებს და ჩაერთვება თუ არა პროექტში კერძო სექტორი", – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცენტრის მშენებლობა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის საფუძველზე მოხდეს.

რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას, ჩიქოვანი ვარაუდობს, რომ ეს ჰიდროელექტროსადგურის რემონტისთვის შეჩერების დროს დაიწყება.

საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი 2021 წელს სამი თვით გამოირთვება, რადგან დაგეგმილია დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის რემონტი.

„ენგურჰესი" მუშაობას 2021 წლის თებერვალში შეაჩერებს>>

„ენგურჰესი" 1961-1978 წლებში შენდებოდა. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (189)

მთავარი თემები