18:43 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ნათია თურნავა

ენგურჰესი თავდაპირველ სიმძლავრემდე აღდგება: მინისტრმა თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (157)
107 0 0

ნათია თურნავას ინფორმაციით, ენგურვარდნილის კასკადი მთლიანად პირვანდელი სახით აღდგება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს ენგურვარდნილი დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატზე გაიყვანოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რის შესახებაც სამინისტროს პრეს-სამსახური წერს.

მინისტრი ორშაბათს ენგურჰესზე იმყოფებოდა, სადაც თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში, რომელიც 1961-1978 წლებში შენდებოდა. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

„ჩვენ გვაქვს გეგმა აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში – 1640 მეგავატი“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ნათია თურნავას ინფორმაციით, ენგურვარდნილის კასკადი მთლიანად პირვანდელი სახით აღდგება. 

„ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა – ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, – თქვა მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ოთხი ვარდნილჰესი — მდინარე ერისწყალზე, გალის წყალსაცავზე. მართვის პულტს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (157)

მთავარი თემები