რა მიზნით დადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ

გამოწერა
ქართველ ტურისტებს უცხოეთში ყველაზე მეტი ხარჯი აქვთ კვებაზე, საყიდლებსა და საცხოვრებელ ადილზე. ისინი საზღვარგარეთ საშუალოდ 4,5 ღამეს ატარებენ

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე, რომელიც უცხოეთში III კვარტალში გავიდა, გამგზავრების მიზეზად ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრას ასახელებს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

სულ 2019 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გავიდა 699,4 ათასი ადამიანი. აქედან 61,3%-მა იმოგზაურა, როგორც ტურისტმა. ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ საშუალოდ 4,5 ღამე დაჰყვეს.

უცხოელების მიერ საქართველოში ლარის ხარჯვის მაჩვენებელი გაიზარდა, დოლარის კი – შემცირდა>>

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა გავიდა თურქეთში (48,3%), აზერბაიჯანში (16,8%) და ევროკავშირის ქვეყნებში (11,1%).

ნაცნობების მონახულების გარდა, საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში გადიან შოპინგისთვის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეების მიზნები საზღვარგარეთ 2019 წლის მესამე კვარტალში

წასვლის მიზანი ტურისტების რაოდენობა - ათასი წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში - %
მეგობრებისა და ნაცნობების მონახულება 243,8 34,9
შოპინგი 207,2 29,6
პროფესიული საქმიანობა 126,2 18,0
დასვენება 89,8 12,8
მკურნალობა 19,6 2,9
სხვა 12,8 1,8

 

საქართველოს მოქალაქეებმა მესამე კვარტალში საზღვარგარეთ დახარჯეს 599,9 მლნ ლარი. თითოეული მოგზაური საქართველოდან საშუალოდ ვიზიტისთვის ხარჯავდა 857,7 ლარს. ყველაზე მეტს ქართველი ტურისტები იხდიდნენ კვებაში, საყიდლებსა და საცხოვრებელ ადგილში.

საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2019 წლის მესამე კვარტალში

ხარჯის დასახელებ ხარჯი - მლნ ლარი წილი საერთო ხაჯში - % ვიზიტის ხარჯი - ლარი
კვება 208,7 34,8 298,4
საყიდლები 184,2 30,7 263,3
საცხოვრებელი ადგილი 99,4 16,6 142,2
კულტურა და ექსკურსიები 48,8 8,1 69,8
ადგილობრივი ტრანსპორტი 30,7 5,1 43,9
სხვა ხარჯები 28,1 4,7 40,1

 

უცხოელები 219 წლის მესამე კვარტალში საქართველოს 2,8 მილიონჯერ ეწვივნენ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3,9%-ით მეტია. უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში მთლიანობაში დაახლოებით 3,3 მილიარდი ლარი დახარჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0