უცხოელების მიერ საქართველოში ლარის ხარჯვის მაჩვენებელი გაიზარდა, დოლარის კი – შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ჯვრის მონასტერთან
ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელები საქართველოში, ძირითადად, დასასვენებლად, ნათესავების მოსანახულებლად, ან საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში მოსახვედრად ჩამოდიან.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა საქართველოში საერთო ჯამში 3,3 მილიარდი ლარი დახარჯეს – თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდა დაბინავებას, კვებას და სასმელს. ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი" აქვეყნებს.

ამასთან, თუ დახარჯული ეროვნული ვალუტის მოცულობა 4,1%-ით გაიზარდა 2018 წლის ივლისი-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, დახარჯული დოლარების რაოდენობა 8%-ით შემცირდა.

უცხოელების მიერ გაწეული ხარჯი

ხარჯის სახეობა ხარჯის ოდენობა (მლნ ლარი)  წილი საერთო ხარჯში - %
საკვები და სასმელი 1 012,4 31,1
დაბინავება 799,4 24,6
საყიდლები 673,0 29,7
გართობა 463,9 14,3
ადგილობრივი ტრანსპორტი 251,6 7,7
სხვა ხარჯი 53,0 1,6
სულ ხარჯი 3 253,3 100%

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ვიზიტისას უცხოელების მიერ გაწეულმა ხარჯმა საშუალოდ 1 181,7 ლარი შეადგინა.

რა მიზნით სტუმრობენ უცხოელები საქართველოს

2019 წლის მესამე კვარტალში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოს საზღვარი 3,4 მილიონჯერ გადმოკვეთეს (+4,6%). ამასთან, 15 წელს ზემოთ პირებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს 2,8 მილიონჯერ (+3,9%).

საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლა.

პრემიერმა გაამხილა, რა დარტყმა მიიღო ბიუჯეტმა რუსეთთან პირდაპირი რეისების გაუქმებით>>

ყველაზე მეტი ტურისტი მესამე კვარტალში თბილისსა და აჭარას ეწვია. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 4,8 დღე-ღამეს რჩებიან.

მოსალოდნელზე ნაკლები

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა (+6,8%). საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 6,6 მილიონი შეადგინა (+6,2%), ტურისტების რაოდენობამ კი – 4,4 მილიონზე მეტი (+6%).

2019 წლის ცხრა თვეში რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან ტურისტული მიზნით ჩამოსული იყო 984,5 ათასი (+1,9%).

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების რიცხვი ოქტომბერში 26%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს რუსეთიდან 118,2 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც 15,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

რუსეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობამ ოქტომბერში 79,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 26,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ბოლო თვეებში ზრდის ტემპების გარკვეულწილად შემცირების მიუხედავად, მთლიანობაში ტურიზმის სფეროში ნარჩუნდება და ძლიერდება დადებითი ტენდენციები. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ მთავრობის ყოველდღიური საქმიანობაა იმ ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, რომელიც კერძო სექტორსა და მთელ ქვეყანას მიადგა.

ყველა ახალი ამბავი
0