ზაფხულის ტურიზმი საქართველოში: რომელი რეგიონი დაზარალდა ყველაზე მეტად

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ტურიზმში მტკივნეული პროცესებია მოსალოდნელი

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსული სანქციების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს შავი ზღვის რეგიონი: მხოლოდ ქობულეთის სასტუმროებში ჯავშნების თითქმის 40% გაუქმდა, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მზად ვართ, ტურისტები ყველა ქვეყნიდან მივიღოთ – კალაძე რუსი ტურისტების შესახებ

ანტისამთავრობო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს. „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში“ განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა 2,1 მლრდ ლარს შეიძლება მიაღწიოს.

ალავერდაშვილმა საქართველოს საზაფხულო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ამ დარგში მტკივნეული პროცესებია მოსალოდნელი.

„ზაფხულის სეზონი რთულად წარიმართა, 20 ივნისამდე საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, 20 ივნისის შემდგომ კი თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა ქობულეთში. ქობულეთს ყველაზე მეტად დაეტყო სანქციები და ემბარგო. ბათუმში, ტურისტების თითქმის 25%-იანი კლება იყო... დარტყმა მიიღო დაბალმა სექტორმა, სადაც დიდი კაპიტალ დაბანდებები არ იყო და ტურისტების ძირითადი მასა განსაკუთრებით რუსეთიდან შემოდიოდა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ბურჯანაძე: თბილისი ზარალის რეალურ რაოდენობას არ ამხელს >>

თბილისსა და აჭარაში, ტურისტების სიმცირის გამო, ოთახების ფასები 15-20%-ით არის შემცირებული, აღნიშნა მან.

შალვა ალავერდაშვილი - Sputnik საქართველო
ალავერდაშვილი: რუსი ტურისტები აღარ გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, ჯავშანს აუქმებენ

რთული სიტუაციიდან გამოსვლა კახეთის რეგიონმა მოახერხა, რომელმაც რუსი ტურისტები სხვა ქვეყნის ტურისტებით ჩაანაცვლა.

„კახეთმა მოახერხა და სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდა რუსი ტურისტები. თუმცა, დაახლოებით 20-25%-იანი კლება აქვს კახეთს ტურისტული თვალსაზრისით. ყველზე მასშტაბურად ეს საკითხი თბილისს შეეხო და იმ ბინებსა და მცირე ზომის სასტუმროებს, რომლებიც ტურისტებზე ქირავდება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, თბილისში დიდი სასტუმროების დატვირთულობაც 15%-ით შემცირდა.

პოზიტიური ტენდენცია ტურისტების რაოდენობის ზრდის კუთხით მთის კურორტებზე შეინიშნება: ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში. ალავერდაშვილის თქმით, ამ მხარეს დიდი დარტყმა არ მიუღია.

საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა

ქობულეთის მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეები ტურისტების შემცირების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ 16 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას საბანკო ვალების გასტუმრებაში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

რა მოთხოვნილებაა საქართველოში სასტუმროებზე - Sputnik საქართველო
რა მოთხოვნილებაა საქართველოში სასტუმროებზე

ერთ კვირაში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა მეწარმეებს და მათ გააცნო მთავრობის ინიციატივა - პროექტი „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.

აღნიშნული პროგრამა სამთავრობო გეგმის ნაწილია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. მექანიზმი 1 სექტემბერს ამოქმედდა. მას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს.

სახელმწიფო 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაფარავს მეწარმეებისთვის ლარში გაცემულ სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ს, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში კი 70%-ის თანადაფინანსება მოხდება. 

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის გაფართოების, აღჭურვის ან რემონტისთვის მიზნობრივი სესხი 2019 წლის 30 ივნისამდე აქვთ აღებული. ამასთან, სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, კრედიტის მაქსიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს 300 ათას ლარს ეროვნულ ვალუტაში. რაც შეეხება კრედიტებს უცხოურ ვალუტაში, ის არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას დოლარსა და 80 ათას ევროს. მეწარმეების ნაწილმა მთავრობის მიერ შემუშავებული პროცენტების სუბსიდირების ინიციატივა მოიწონა, მაგრამ სხვა ბიზნესმენებმა საბანკო კრედიტების ერთი წლით გადავადება მოითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0