თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ათზე მეტად ამცირებს იმ ფინანსური დანაკარგების შესახებ მონაცემებს, რაც რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებას მოჰყვა, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სააგენტო НСН-თან ინტერვიუში.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ტურისტულმა ბიზნესმა ივლისში 60 მლნ დოლარი იზარალა.
„სამოცი მილიონი, ჩემი აზრით, ძალიან შემცირებული ციფრია. ყველა ექსპერტი ათჯერ მეტ ზარალზე საუბრობდა, დაახლოებით 700 მილიონზე“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ლარის კურსის ძლიერი დაცემა, როდესაც 1 დოლარის ღირებულება პრაქტიკულად 3 ლარს გაუტოლდა.
შეგახსენებთ: საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამ ღონისძიებას ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირება მოჰყვა, რაც ნეგატიურად აისახა ტურისტული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობაზე.