საქართველოდან ტუროპერატორები უკრაინაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიემგზავრებიან

© photo: Sputnik / Levan AvlabreliТуристическая выставка Caucasus Tourism Fair 2016
Туристическая выставка Caucasus Tourism Fair 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის სურვილი ათმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ გამოთქვა.

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ბრიტანული კომპანია World Expo Solutions 18-21 სექტემბერს ტურისტულ გამოფენას გამართავს უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელშიც კომპანიის ქართული წარმომადგენლობაც მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესებულ სტუმრებს გააცნობენ მსოფლიოს მნიშვნელოვან ტურისტულ ზონებს და კულტურულ თავისებურებებს. შესთავაზებენ საინტერესო ტურებს და მომსახურეობას.

გამოფენას UTEFF-UKRAIN TOURISM EXHIBITION საქართველოშიც ჰყავს წარმომადგენლობა, სადაც აცხადებენ, რომ მათი მიზანია ჩართონ ქართული ტურისტული კომპანიები საერთაშორისო ჯაჭვში, აამაღლონ ცნობიერება მოგზაურობაზე შეყვარებულ ადამიანებში, გააცნონ პოტენციურ ტურისტებს საქართველო და მისი ღირსშესანიშნაობები მოგზაურთა ინტერესის შესაბამისად.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
თბილისი ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა

„საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია კომპანიების დაკავშირება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, რათა გამოვიწვიოთ შედეგიანი უკუკავშირი პოტენციური დამკვეთებისგან კონკრეტული კომპანიების მიმართ”, – უთხრეს „Sputnik–საქართველოს“ კომპანიაში.

ხარკოვის გამოფენაში მონაწილეობის სურვილი 40 ათასზე მეტმა სტუმარმა და 100-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა მთელი მსოფლიოდან. საქართველოდან უკვე დარეგისტრირებულია 10 ტურისტული კომპანია.

საგამოფენო სივრცეში სტუმრებისთვის მოწყობილია კარტინგი, ბარი, მოსასვენებელი ლაუნჯი, კვების ზონა, ბავშვების გასართობი ზონა.

ტურისტები თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბრიტანული კომპანია დაინტერესდა საქართველოს ტურისტული სექტორით, გამოფენა უკრაინაში ბრიტანული კომპანიისთვის იქნება პირველი შეხება ქართულ ბიზნესთან. შესაძლებელია 2020 წელს კომპანია World Expo Solutions დაინტერესდეს საქართველოში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებით, რაც მნიშვნლოვნად გაზრდის უცხოური მსხვილი ტურისტული კომპანიების მხარდაჭერას ქართული კომპანიების მიმართ“, – განაცხადა World Expo Solutions-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში მაია შაიშმელაშვილმა.

ბრიტანული კომპანია World Expo Solutions LLC მართავს გამოფენებს მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სფეროში. წელს კომპანიამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის გამართოს ტურისტული, საშუალო ზომის გამოფენა უკრაინაში.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამიზნე ჯგუფში შედის საქართველოც, რადგან საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ტურიზმის სექტორში.

ყველა ახალი ამბავი
0