02:58 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

საქართველოს საოცარი და ველური ბუნება: დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

photo: courtesy of Faig Huseynov
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (91)
98 0 0

ფოტოგრაფმა და მოგზაურმა ფაიგ გუსეინოვმა სპეციალურად Sputnik-თვის მოამზადა მასალა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ - დაშბაშის კანიონზე

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა. ტურისტების ნაკადი, რომლებსაც ამ ადგილის დათვალიერება სურთ, წლიდან წლამდე იზრდება.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

Каньон и водопад Дашбаши
photo: courtesy of Faig Huseynov
დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

კანიონი (GPS: 41.593440, 44.126971) თბილისიდან 92 კილომეტრში მდებარეობს.

თბილისიდან დაშბაშის კანიონამდე შესაძლებელია მისვლა სამარშრუტო მიკროავტობუსით, რომელიც წალკის მიმართულებით დადის. მგზავრობის საფასური ერთი მიმართულებით 6-7 ლარია.

Каньон и водопад Дашбаши
photo: courtesy of Faig Huseynov
დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

ჩამოხვალთ ბენზოგასამართ სადგურთან ხიდთან ახლოს, ფეხით ივლით სოფელ დაშბაშამდე, შემდეგ კი კანიონისკენ დაეშვებით. სადგურიდან დაშბაშამდე ორი კილომეტრია.

სოფლიდან იწყება საფეხმავლო მიხვეულ-მოხვეული დაღმართი - ერთი კილომეტრი. ჩასვლა ადვილია, 20 წუთში მოახერხებთ, ასვლა კი რთულია, 40 წუთი დაგჭირდებათ.

Каньон и водопад Дашбаши
photo: courtesy of Faig Huseynov
დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

ჩანჩქერების სანახავად კანიონის ფსკერზე დაახლოებით სამასი მეტრი უნდა გაიაროთ. ნაპირი ძალიან ქვიანია. დაგჭირდებათ მოხერხებული სპორტული ფეხსაცმელი.

და ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა ამად - თქვენს წინაშე გადაიშლება ზუსტად ისეთი ხედები, როგორც ამ ფოტოებზე.

Каньон и водопад Дашбаши
photo: courtesy of Faig Huseynov
დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი

ფაიგ გუსეინოვი - ბლოგერი (@fa_huu), რომელიც ბევრს მოგზაურობს საქართველოში და ქვეყნის ყველაზე უჩვეულო და ძნელად მისადგომ ადგილებზე საუბრობს.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (91)

მთავარი თემები