2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა. ტურისტების ნაკადი, რომლებსაც ამ ადგილის დათვალიერება სურთ, წლიდან წლამდე იზრდება.
დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.
კანიონი (GPS: 41.593440, 44.126971) თბილისიდან 92 კილომეტრში მდებარეობს.
თბილისიდან დაშბაშის კანიონამდე შესაძლებელია მისვლა სამარშრუტო მიკროავტობუსით, რომელიც წალკის მიმართულებით დადის. მგზავრობის საფასური ერთი მიმართულებით 6-7 ლარია.
ჩამოხვალთ ბენზოგასამართ სადგურთან ხიდთან ახლოს, ფეხით ივლით სოფელ დაშბაშამდე, შემდეგ კი კანიონისკენ დაეშვებით. სადგურიდან დაშბაშამდე ორი კილომეტრია.
სოფლიდან იწყება საფეხმავლო მიხვეულ-მოხვეული დაღმართი - ერთი კილომეტრი. ჩასვლა ადვილია, 20 წუთში მოახერხებთ, ასვლა კი რთულია, 40 წუთი დაგჭირდებათ.
ჩანჩქერების სანახავად კანიონის ფსკერზე დაახლოებით სამასი მეტრი უნდა გაიაროთ. ნაპირი ძალიან ქვიანია. დაგჭირდებათ მოხერხებული სპორტული ფეხსაცმელი.
და ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა ამად - თქვენს წინაშე გადაიშლება ზუსტად ისეთი ხედები, როგორც ამ ფოტოებზე.
ფაიგ გუსეინოვი - ბლოგერი (@fa_huu), რომელიც ბევრს მოგზაურობს საქართველოში და ქვეყნის ყველაზე უჩვეულო და ძნელად მისადგომ ადგილებზე საუბრობს.