საქართველოს ეროვნულ პარკებს სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტები ყველაზე მეტად სტუმრობენ თბილისისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს, ასევე პრომეთეს მღვიმეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს შვიდ თვეში 350 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია (ზრდა 26%), იუწყება პირველი არხი.

სწორედ ამდენი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ყოველწლიურ მოხსენებაში.

ტურისტები - Sputnik საქართველო
ვინ ჩამოდის ყველაზე ხშირად საქართველოში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 350,6 ათასი ვიზიტორიდან 53% საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 47% – უცხოელი.

ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში ჯავახეთში სახელმწიფოს მიერ დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით მუშაობა დაიწყო.

ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ფართობი მესამედით გაიზრდება>>

ამჟამად დაცული ტერიტორიების ფართობი 16,2 ათას ჰექტარს შეადგენს და იგეგმება ამ ფართობის გაზრდა 5,1 ათასი ჰექტარით. სულ საქართველოში 86 დაცული ტერიტორიაა.

ყველა ახალი ამბავი
0