თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს შვიდ თვეში 350 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია (ზრდა 26%), იუწყება პირველი არხი.
სწორედ ამდენი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ყოველწლიურ მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 350,6 ათასი ვიზიტორიდან 53% საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 47% – უცხოელი.
ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.
საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში ჯავახეთში სახელმწიფოს მიერ დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით მუშაობა დაიწყო.
ამჟამად დაცული ტერიტორიების ფართობი 16,2 ათას ჰექტარს შეადგენს და იგეგმება ამ ფართობის გაზრდა 5,1 ათასი ჰექტარით. სულ საქართველოში 86 დაცული ტერიტორიაა.