02:23 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თბილისი

საქართველოში გიდები პროფესიულ დღესასწაულზე უფასო ტურებს მოაწყობენ

© Sputnik / Levan Avlabreli
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
16610

გიდები სხვადასხვა ქვეყანაში 1990 წლიდან 21 თებერვალს ექსკურსიამძღოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ექსკურსიამძღოლების მსოფლიო დღეს, 21 თებერვალს გიდები საქართველოში უფასო ტურებს ჩაატარებენ, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გიდმა ნათია ხიდაშელმა.

ექსკურსიამძღოლების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 თებერვალს 1990 წლიდან აღინიშნება. მაშინ თავიანთ პორფეიულ დღესასწაულს გიდები ლონდონში შეხვდნენ. ღონისძიების ინიციატორად ექსკურსიამძღოლების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაა მიჩნეული.

თბილისში აქცია სახელწოდებით „საქართველოსთვის“ მეტეხის ტაძართან 12:00 საათზე დაიწყება. ანალოგიური აქციები ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან დაიწყება ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, გორში, მცხეთასა და სხვა ქალაქებში.

„საქართველოში გიდების უმრავლესობა პროფესიონალია, არიან კოლეგიალურები და ძალიან უყვართ თავიანთი პროფესია. ეს ძალიან ძლიერი აქციაა და მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი გიდები ერთად კარგად მუშაობენ. ეს ასევე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ტურიზმი და გიდების საქმიანობა მიზანსწრაფულად ვითარდება“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ტურები განკუთვნილი იქნება როგორ ტურისტების, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. უფასო აქციები 15:00 საათზე დასრულდება.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები