რით გამოარჩია Contemporary Class Magazine-მა საქართველო

გამოწერა
საქართველოს გარდა რეიტინგში მოხვდნენ იაპონია, მალდივის კუნძულები, შრი-ლანკა და სხვა ქვეყნები.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ბრიტანულმა სათავგადასავლო ონლაინ-ჟურნალმა Contemporary Class Magazine-მა საქართველო მსოფლიოს 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

საქართველოს გარდა ჩამონათვალში შესულია იაპონია, შრი-ლანკა, მალდივის კუნძულები, კანადა, ბულგარეთი, დანია, უზბეკეთი, ირანი, აზორის კუნძულები, რუანდა, გერმანია, ჰონგ-კონგი, პანამა, კოლუმბია, ეგვიპტე, პუერტო-რიკო, ეთიოპია.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება

„სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს? ჩვენ შევარჩიეთ ის ქვეყნები, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება. ჩვენ სიაში მოხვდნენ ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული მიმართულებები, სახელმწიფოები გამორჩეული კულტურითა და ხელოვნებით", – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა Contemporary Class Magazine აღნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება.

„გაზაფხულზე BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას Gentleman Jack-ს გადაიღებს. ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ანა ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა", – წერს Contemporary Class Magazine.

მასალაში საუბარია თბილისისა და ქვეყნის სხვა ქალაქების შესახებ. გამოცემა მკითხველს ურჩევს საქართველოში მოგზაურობა აპრილს ან ოქტომბერს დაამთხვიოს, რადგანაც ამ პერიოდში თბილისის მოდის კვირეული იმართება. გარდა ამისა, მკითხველებს რეკომენდაციას უწევენ ივნისში დაესწრონ თბილისის ჯაზ-ფესტივალს, ოქტომბერში კი ცნობილი ბრიტანელი ქალი-მრბოლელის ზოი უაიტაკერის (Zoe Whittaker) შოუს, რომელიც ბათუმიდან ბაქომდე კლასიკური ავტომობილების რალის გამართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0