ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ცხოვრებაში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და თავბრუდამხვევი თავგადასავლები არ იზიდავს. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს და ცხოვრება ლამაზ მოგონებად აქციოს.

სწორედ მოგზაურობის სიყვარულმა გადააწყვეტინა გიორგი ლიპარტელიანს გიდი გამხდარიყო. ამობებს, რომ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. თვლის, რომ გიდი არის თავისი ქვეყნის სახე, ელჩი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია.

© photo: Giorgi Liparteliani / FBგიორგი ლიპარტელიანი
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
გიორგი ლიპარტელიანი

– საქართველოს შესახებ საუბარი ამ ერთ სტატიაში არ გამოვა, დიდი თემაა. მარტივად შეიძლება ავღნიშნოთ, რომ ეს არის ერთი პატარა, მაგრამ დიდი კულტურის ქვეყანა, თავისი ტკივილიანი და თან გმირული წარსულით, ასევე ტკივილიანი აწმყოთი და სამწუხაროდ გაურკვეველი მომავლით.

ჩვენი ისტორია არაფერია, თუ არა ისტორია ერთი ქვეყნისა, რომელიც დღიდან მისი გაჩენისა თავისუფლებისთვის და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის იბრძვის... და იბრძვის უზარმაზარი იმპერიების წინააღმდეგ. დღევანდელ მსოფლიოში იშვიათია ქვეყანა, რომელსაც ამდენი სისხლისღვრა, ომი და უბედურება გამოევლოს და დღემდე მოეღწიოს. მიუხედავად, ამისა მაინც შეიქმნა აქ საკმაოდი დიდი და რაც მთავარია ყველასა და ყველაფრისგან გასხვავებული ორიგინალური კულტურა. ჩვენ გვაქვს საკუთარი ანბანი და უძველესი ენა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, აქ ორაზროვნად შეიძლება ვუპასუხო: დიახ, ვამაყობ რომ ქართველი ვარ, როცა გავიხსენებ ქეთევან, წამებულის გმირობას, ცოტნე დადიადის საქციელს, როცა ლილეოს და მრავალჟამიერს ვუსმენ და დაისის ცეკვას ვუყურებ, როცა ჩვენი რეგბისტები და ძიუდოისტები ცეცხლს ანთებენ ტატამზე და მოედანზე და  ა.შ. მოკლედ უამრავი მიზეზია, იმისათვის რომ ვიამაყო ჩემი ქართველობით. მაგრამ არანაკლები მიზეზია იმისათვის, რომ მრცხვენოდეს...

მაგალითად იგივე ჩვენი ისტორიული წარსულიდან არა ერთი სამარცხვინო ფაქტია. ასეთი ფაქტები სამწუხაროდ არც დღევანდელ ეპოქაშია იშვიათი.  ძალიან მრცხვენია, როცა გაძარცვულ ხატებსა და ჯვრებს ვნახულობ, რაც ჩვენს გაუნათლებლობაზე, უღმერთოებაზე და ვერცხლის მოყვარეობაზე მიუთითებს. ასევე ზოგადად ჩვენი არაორგანიზებულობა და უწესრიგობაც ძალიან გულდასაწყვეტია, თავზე ხელაღებული მძღოლების გამოც მრცხვენია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვასაც და საკუთარ თავსაც... მოკლედ ბევრი რამეა გამოსასწორებელი. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიხარია და ვამაყობ ჩემი ქართველობით.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– გიდობა რატომ გადაწყვიტეთ?

– სანამ გიდად დავიწყებდი მუშაობს და მოგზაურობას გავიხდიდი ჩემს პროფესიად, საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობდი. ჩემი წინა სამუშაო ტიპიური ოფისის სამუშაო იყო თავისი კომპიუტერითა და რუტინით. ჩემი პიროვნული განვითარებისთვის და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ასეთი სახის სამუშაო არ იყო საჩემო. ერთ დღესაც გადავწყვიტე შემეწყვიტა მუშაობა და გადავსულვიყავი სფეროში, რომელსაც ტურიზმი ჰქვია და რომელიც 100% - ით შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს და მსოფლხედველობას.

ეს საქმიანობა საუკეთესო საშუალებაა, იმოგზაურო, გაიცნო ახალი ადამიანები და აღმოაჩინო ახალი ადგილები, გადაიღო უამრავი ლამაზი ფოტო და რაც მთავარია, უცხოელებს გააცნო შენი ქვეყანა. ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო გადავწყვიტე, ამ სფეროში გადასვლა.

ბევრ ადამიანს ჰქონია, რომ როცა გასული ხარ სამუშაოდ და მოგზაურობ, ძალიან ერთობი და კარგ დროს ატარებ. თუმცა ეს სიმართლე არაა. გიდის პროფესია და საქმიანობა საკმაოდ დამღლელი და სტრესულია. ხშირად იქმნება სტრესული სიტუაციები, რომლის მართვაც უნდა შეძლო. გარდა იმისა, რომ გიდს მოეთხოვება უზამაზარი ინფორმაციის ქონა თითქმის ყველა სფეროში და ამას პლუს ენის იმ დონეზე ფლობა, რომ ყველა ამ საკითხზე შეძლო საუბარი და მსჯელობა.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

გიდს მოეთხოვება ის ნიჭი, რასაც ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება ჰქვია. ,,ნიჭი“ და ,,ხელოვნება“ ტყუილად არ მიხსენებია. ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა და მათი დადებითი განწყობისი მოპოვება დიახ, რომ ნიჭი და ხელოვნებაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები ჩვენგან სრულიად განსხვავებული კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან, მივხვდებით რამდენად რთულია ეს.

შეგიძლია ისწავლო ენა, მიიღო გიდისათვის საჭირო განათლებაც, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ვერ ისწავლი. ეს უკვე ნიჭია და უნარი, რომელიც ბუნებრივად აქვს ან არა ადამიანს (ისე როგრც მუსიკის ან ხატვის ნიჭი). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროფესია საკმაოდ რთული და შრომატევადია და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– ალბათ ამას გარდა არის კიდევ გარკვეული უნარები, რაც კარგ გიდს უნდა ქონდეს.

–  პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, სხვა შემთხვევაში ვერ დაანახებ და ვერ გააცნობ უცხოელს შენს ქვეყანას ისე, როგორც საჭიროა. საჭიროა უცხო ენის ფლობა. შენი ქვეყნის ისტოორიისა და კულტურის ასევე აწმყოს ძალიან კარგად ცოდნა, ადამიანების სიყვარული და სხვაზე ზრუნვის გაძლიერებული ,,ინსტიქტი“. ეს ძირითადი უნარ-ჩვევევბია, თუმცა არა ყველა.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– ალბათ საქართველოს ყველა კუთხეში ხართ ნამყოფი. როგორ დაახასიათებთ თითოეული მათგანს?

– ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარდა (დარწმუნებული ვარ, მათაც მალე ვიხილავ), თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა კუთხეს ვიცნობ და ალბათ ვერც ვერასოდეს ამოვწურავ. რაც შეეხება, იმას თუ როგორ დავახასიათებ საქართველოს კუთხეებს, ერთი ძველი, ექვსი წლის წინანდელ ჩანაწერი გამახსენდა, ცოტა მხატვრულ-პოეტური, სადაც შემდეგნარიად ვახასიათებ საქართველოს კუთხეებს:

სამცხე–ჯავახეთი – ფერდში დაჭრილი საქართველოს ვეფხვი

აჭარა - ერთ დროს მოპარული და უკან დაბრუნებული საქართველოს მარგალიტი

იმერეთი–საქართველოს კოპწია პატარძალი

სვანეთი – ჯერაც ამოუხსნელი და მისტიური წარმართულ–ქრისტიანული სავანე

სამეგრელო – კოლხეთის დაბლობზე გაზრდილი უხედნი ულაყი

გურია - ამირანის მიერ ღმეთებისათვის მოპარული ცეცხლის სამყოფი

აფხაზეთი – საქართველოს სხეულიდან ამოგლეჯილი ჯერ კიდევ მოფართხალე გული

ქართლი– ჩამოუშლელი საბრძლოლო გოდოლი ქართველთა სამეფოისა

კახეთი– გაუტეხელი ბურჯი და მარანი ქართული სახლისა

ტაო – პირმშო ძე საქართველოისა, უცხოეთში გადაკარგული

თუშ–ფშავ–ხევსურეთი – ცას შეხეთქილი,ღრუბლებს ზემოთ მოშხუილე კავკასიური არწივი

რაჭა – კავკასიონის მთების უგრძეს და უცივეს ღამეებში დაბრძენებული მოხუცი

ლეჩხუმი – ლექსად აფეთქებული ოჯალეში

ეს ჩემი საქართველოა....მისი მიწით,ზეცით, სახედაჩეხილი და იარაღშემომტვრეული მეომარი რაინდებითა და ხელებ დაკოჟრილი გლეხებით.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– თუ არის ისეთი ადგილები, რაც უნახავი დაგრჩათ?

– როგორც ზემოთ ავღნიშნე, არ ვყოფილვარ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, არის რამოდენიმე, რომელთა ნახვაც უკვე ოცნებად მექცა, ჩემი სამუშაო გრაფიკიდან და პროფესიიდან გამომდინარე. ასეთი ადგილებია ტობა-ვარჩხილი სამეგრელოს მთიანეთში, სკიმერის და ლაფურის ხეობები ლენტეხში, ყელიწადის ტბა ყაზბეგში, აბულის მთა ჯავახეთში, ჭუბერის ხეობა სვანეთში, დიდი ხანია მინდა მყინვარზე ასვლა და ა.შ. მოკლედ ჯერ კიდევ უამრავი ადგილი მაქვს დარჩენილი სანახავი.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?

– ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილია. რთულია ასე რომელიმე კონკრეტული ადგილის გამოყოფა, თუმცა მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ადგილი (და ალბათ ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ჩემთვის) არის ლატფარის უღელტეხილიდან დანახული კავკასიონი. ეს გადასასვლელი სვანეთის ქედზე მდებარეობს და მასზე ქვემო -ზემო სვანეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გადის. ძალიან შთამბეჭდავია ასევე სამცხე - ჯავახეთი თავისი ისტორიული მიწურებით, სახიზრებითა და რაც მთავარია მეგალითური ნაგებობებით. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გასულ წელს თუშეთში ველოსიპედით მოგზაურობა. სამი დღის მანძილზე თუშეთის სამი ხეობა მოვიარე და შემდეგ ომალოდან ალვანშიც ველოსიპედით ჩამოვედი. ეს მართლა დაუვიწყარი ტური იყო. 

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– ტურისტები რა შთაბეჭდილებით ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში? ყველაზე მეტად რა მოსწონთ საქართველოში?

– ამკითხვებზე ძალიან მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ - უამრავი ტურისტია (ისნის უკვე ჩემი მეგობრები არიან), რომლებიც ერთხელ ჩამოვლენ აქ და მერე თითქმის ყოველ წელს ჩამოდიან.  მეორე კითხვას რაც შეეხება - მათ ყველაფერი მოსწონთ ადამიანური ურთიერთობით დაწყებული, ლანდშაფტითა და სამზარეულოთი დამთავრებული.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– ქვეყნის პრესტიჟი არის თუ არა ნაწილობრივ გიდზე დამოკიდებული?

– ძალიან კარგი კითხვაა. გიდი არის ადამიანი, რომელიც არის თავისი ქვეყნის სახე. ფაქტიურად ელჩია და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ყველა ადამიანს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული თავით-ფეხებამდე უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული ეს და თითოეული მისი საქციელი და თითოეული მისი სიტყვა ძალიან გააზრებული და კარგად ნაფიქრი იყოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ტურისტს არა მხოლოდ ფული შემოაქვს ქვეყანაში, მას ქვეყნიდან უზარმაზარი ინფორამციაც გააქსვ, რომელიც უშუალოდ ადამიანებისგან (ამ შემთხვევაში გიდისაგან) ააქვს მიღებული და არა პრესიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის იმიჯი და პრესტიჟი ამა თუ იმ სახელმწიფოში, დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა განწყობით და შთაბეჭდილებით დატოვებენ ქვეყანას ისინი. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ განწყობას და შთაბეჭდილებას სწორედ გიდები უქმნიან მათ.  ყველაფერ ამის გამოა, რომ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში მომავალი გიდები ე.წ. სახელმწიფო გამოცდას აბარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ააქვთ უფელბა გიდად იმუშაონ.

© photo: Giorgi Liparteliani / FBლაშქრობისას გადაღებული ფოტო
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
ლაშქრობისას გადაღებული ფოტო

– როგორც ყველა სფეროში ალბათ თქვენთანაც არის გარკვეული პრობლემები. თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

– პირადად მე არც თუ ისე ხშირად გადავყრივარ პრობლემებს. თუმცა მაინც შეიძლება ვახსენო, საპირფარეშოების პრობლემა. ეს განსაკუთრებულად რთულია როცა დიდ ჯგუფებთან გვაქვს საქმე. ძირითადად ხდება ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული წერტილების გამოყენება. უცხოელი გიდების პრობლემაც არის, რომლებიც ყოველგვარი გადასახადის გარეშე ეწევიან ეკონომიკური საქმიანობს და ასევე უცნობია, რამდენად კვალიფიციურები არიან და რა ტიპის ინფპორმაციას აწვდიან სტუმრებს.

© photo: Giorgi Liparteliani / FBგიორგი ლიპარტელიანი
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
გიორგი ლიპარტელიანი

– შეგიძლიათ გამოარჩიოთ ხუთი ადგილი, რაც ყველა ქართველმა უნდა ნახოს?

ყველაზე რთული შეკითხვაა. იმ ადგილებიდან დავასახელებ, სადაც ნამყოფი ვარ და შედარებით უცნობია. ესენია ლატფარის უღელტეხილი, შდუგრას ჩანჩქერი ბეჩოში, სოფელი სარო ჯავახეთში, ყუროს ქედი ყაზბეგში და თმოგვის ციხე და სოფელ ზემო თმოგვში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, უამრავი საინტერესო ადგილია საქართველოში, რომელიც აუცილებლად სანახავია.

© photo: courtesy of Giorgi Lipartelianiგიორგი ლიპარტელიანი
ფერდში დაჭრილი საქართველო და მოპარული მარგალიტი: ქართველი გიდის ემოციები - Sputnik საქართველო
გიორგი ლიპარტელიანი

– როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ტურიზმის კუთხით?

– ხანდახან ხუმრობით ვანბობ ხოლმე, თვალი რომ დახუჭო და ისე დაადო თითი საქართველოს რუკას იმ ადგილზე რამე საინტერესო სანახავი იქნება - ბუნებრივი ან ისტორიული ძეგლი. ეს მარტლა ასეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება განვითარდეს ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულება: დაწყებული ღვინისა და კულინარიით, დამთავრებული სამთამსვლელო - სპელეო,  თუ კანიონინგით. მაგრამ ამ ყველაფერს კარგად გააზრებული მენეჯმენტი სჭირდება. ვთვლი, რომ გარკვეული მიმართულებების გასავითარებლად შესაბამისი უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაც შეიძლება გახდეს საჭირო, რათა გეგმა ზომიერად და არაქაოტურად მოხდეს არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისება. აქვე მინდა გავიხსენო ერთი ავსტრიელი სტუმრის ნათქვამი, რომელოიც მოიხიბლა სვანეთის ლანდშაფტით: „თქვენ, არ უნდა დაუშვათ იგივე შეცდომა, რაც ჩვენ დავუშვით ავსტრიაში“. ვკითხე რა შეცდომაზე საუბრობდა და მიპასუხა,  „ჩვენთან თითქმის ყველა მთაზე საბაგირო გაიყვანეს და ლანდშაფტმა დაკარგა თავისი სახე. დღეს, ჩვენი მთები ლითონის კონსტრუქციების ტყითაა დაფარული და ის შეგრძნება, რაც მთაში ყოფნას აქვს, უკვე გაქრა“.

ეს ტენდენცია ჩვენთან რომ არ განმეორდეს, დიდი ყურადღება და დაფიქრება გვართებს. მითუმეტეს, რომ დასავლეთ ევროპელი სტუმრების 90% სწორედ ამ ხელუხლებელი ბუნების და ლანდშაფტის სანახავდ დადის აქ.

 

ყველა ახალი ამბავი
0