02:20 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
22610

კობისა და გუდაურს შორის საბაგირო გზა ნამდვილი შვება იქნება, რადგან ზამთარში ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პერიოდულად იკეტება

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გუდაურში საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში Wucher Helikopter Gmbh-ის ვერტმფრენები იფრენს >>

საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა. მისი თქმით, კობიდან გუდაურამდე საბაგირო „უნიკალურ პროექტს“ წარმოადგენს და კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდას მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500%-ით გაიზარდა. ეს მართლაც ძალინ დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში“, - განაცხადა ბახტაძემ.

წელს გუდაური ახალ სათხილამურო სეზონს მრავალრიცხოვანი სიახლეებით დახვდა.

„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის ერთ კლასტერდ განვითარებას... ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეიდან დიდთოვლობისა ან ზვავსაშიშროების დროს ყველა მსურველს შეუძლია საბაგიროთი ისარგებლოს.

გუდაურში ახალ სასტუმროებს ააშენებენ >>

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც“, - განაცხადა ბახტაძემ.

კობი-გუდაურის საბაგიროს სიგრძე 7,5 კილომეტრს შეადგენს. მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდა და 81 მილიონი ლარი დაჯდა. საბაგიროზე 111 გონდოლა მდებარეობს. მისი გამტარუნარიანობა საათში 2,8 მგზავრს შეადგენს.

გუდაური - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. კურორტი ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, დიდი კავკასიური  ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები