გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე ზამთრის სეზონის გახსნაზე გუდაურში
მამუკა ბახტაძე ზამთრის სეზონის გახსნაზე გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრნენ.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ზამთრის სეზონის გახსნასთან ერთად, გუდაურში კურორტის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

რბოლა  - Sputnik საქართველო
გუდაურში სამოყვარულო რბოლა გაიმართება

პრემიერმა ღონისძიებაზე ზამთრის ტურიზმის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა.

„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი...  ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა.

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე ზამთრის სეზონის გახსნაზე გუდაურში
გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე ზამთრის სეზონის გახსნაზე გუდაურში

პრემიერმა ისაუბრა გუდაურში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე, მათ შორის გამოყო წყლის რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, კურორტზე ბევრ ადგილას ხელოვნური გათოვლიანების სისტემები დამონტაჟდა.

„ჩენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მანძილზე  მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე სპეციალურად მომზადებული პოლიციის თანამშრომლები იმუშავებენ. ამისათვის 82-მა პოლიციელმა გადამზადება გაიარა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0