05:22 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
გუდაური

გუდაური სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს

© Sputnik / Shota Nozadze
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (381)
25 0 0

გუდაური დამსვენებლებს წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ტურისტული სეზონი გუდაურში წელს განსაკუთრებით აქტიურია, განუცხადა ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელწმიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

კერესელიძემ გუდაურში შეხვედრები გამართა იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც დამსვენებლების კომფორტისთვის სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ. აქტიურად იწმინდება ტრასები, კურორტზე მობილიზებულია მაშველთა ეკიპაჟები და საპატრულო, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

„გუდაურს, წინა წლებთან შედარებით, დამსვენებლების გაზრდილი ნაკადი სტუმრობს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ განახლებული ინფრასტრუქტურით და გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლონ", - განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შესაბამის უწყებებთან ერთად მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს.

გუდაურში ერთ-ერთი ყველაზე არაკომფორტულია საავტომობილო „საცობები". ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლება ავტომობილების პარკირების ადგილების გაზრდასა და დისტრიბუციის ავტომობილების მუშაობის რეჟიმის რეგულირების პირობას დებს.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელმაც უკვე მიიღო მსოფლიო აღიარება. აქ 2023 წელს ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდინგში.

2017-2018 წლების ზამთრის სეზონი საქართველოსთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ტურისტების რაოდენობა მთის კურორტებზე, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.

 

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (381)

მთავარი თემები