მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია საქართველოში ინოვაციურ პროექტებს განახორციელებს

გამოწერა
მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, განსაკუთრებით, ტურიზმის მიმართულებით ხელს შეუწყობს არა მხოლოდ განათლების სფეროს განვითარებას.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO) საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს, ნათქვამია სამინისტროს Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შესაბამის მემორანდუმს მადრიდში ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და UNWTO–ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს, განათლების მიმართულებით ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეოთხე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia - Sputnik საქართველო
ტურისტული „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება

ახალი საგანმანათლებლო პროექტები გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება, ონლაინ–აკადემიის პლატფორმის შექმნა. ამ ყველაფერს განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში UNWTO-სთან ერთად განახორციელებს.

სხვადასხვა პროექტი შეიქმნება საჯარო მოხელეებისთვისაც, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამები ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში, რომლებიც მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის აკადემიის ფარგლებში განხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0