აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში წარადგინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარა National Geographic Traveler-თან კონტაქტებს ამყარებს, რათა მაქსიმალურად მოხდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში National Geographic Traveler-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.

ღონისძიება ახალი ტურისტული მიმართულებების გამოვლენას ეძღვნებოდა. კონფერენციას ტურისტული სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომამადგენლები, ტელე-რადიოჟურნალისტები, ბლოგერები და ტურიზმით დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

National Geographic-ი საქართველოს რეკლამას იწყებს>>>

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები კონფერენციაზე რეგიონის სამთო და საზღვაო კურორტების, მდიდარი სამზარეულოსა და ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწეოდნენ.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, რომელშიც რეგიონის რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მედია-პლატფორმაა National Geographic Traveler, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონს არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„აჭარის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი ტიპის კონფერენციები კი დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის, რათა ჩვენ სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენ ქვეყანასა და რეგიონში", – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

საცხოვრებელი კორპუსები ბათუმში - Sputnik საქართველო
ხელოვნება საბჭოურ ბინებში – ბათუმში უჩვეულო ფესტივალი დაფუძნდა

როგორც ღლონტმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია National Geographic Traveler-თან თანამშრომლობა, და ქვეყანა მოცემულ მედია-პლატფორმასთან ერთად ახალი, საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

ამის პარალელურად აჭარა ამყარებს კონტაქტებს National Geographic-ის სხვა ქვეყნების ოფისებთან, რათა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია მაქსიმალურად მოხდეს.

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა>>>

რაც შეეხება უშაუალოდ პოლონეთს, ამ ქვეყნიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მზარდია და ეს რაოდენობა, ცხრა თვის მონაცემებით, 7,6%-ით გაიზარდა.

„ვფიქრობ, ჩვენ მიერ პოლონეთში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული სარეკლამო აქტივობები ქვეყნისა და რეგიონისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის", – აღნიშნა სულხან ღლონტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0