თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ჩინური მედიაჰოლდინგის MCZT გადამღები ჯგუფი საქართველოში ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მედია–ტურის ფარგლებში ჩამოვიდა, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
ორი კვირის განმავლობაში 11–კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია რვა ქალაქს, მათ შორის, თბილისს, ბორჯომსა და ბათუმს, სადაც გადაიღო ვიდეორგოლები ქვეყნის პოპულარული ტურისტული და ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ.
MCZT–ის გადაღებული დაახლოებით 40 ვიდეორგოლი განთავსდება მედიაკომპანიის სპეციალურ პლატფორმებზე და მას ჩინეთში დაახლოებით 60 მილიონი მაყურებელი ნახავს.