ჩინელებმა საქართველოზე ათობით ვიდეორგოლი გადაიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტი ბათუმში
ტურისტი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინური მედიაჰოლდინგის მრავალმილიონიანი აუდიტორია გაეცნობა

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ჩინური მედიაჰოლდინგის MCZT გადამღები ჯგუფი საქართველოში ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მედია–ტურის ფარგლებში ჩამოვიდა, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

ორი კვირის განმავლობაში 11–კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია რვა ქალაქს, მათ შორის, თბილისს, ბორჯომსა და ბათუმს, სადაც გადაიღო ვიდეორგოლები ქვეყნის პოპულარული ტურისტული და ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ.

საქართველო: ზღაპარი თუ სინამდვილე>>

MCZT–ის გადაღებული დაახლოებით 40 ვიდეორგოლი განთავსდება მედიაკომპანიის სპეციალურ პლატფორმებზე და მას ჩინეთში დაახლოებით 60 მილიონი მაყურებელი ნახავს.

ყველა ახალი ამბავი
0