ემოციები – ეს საქართველოა: ახალი მარკეტინგული კამპანია ტურისტებისთვის

© FB / Georgian National Tourism Administrationკამპანიის „ემოციები - ეს საქართველოა" (Emotions are Georgia) პრეზენტაცია
კამპანიის „ემოციები - ეს საქართველოა (Emotions are Georgia) პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში მოგზაურების მოზიდვის ახალ კამპანიას საქართველოს სტუმრების შთაბეჭდილებები, მოგონებები და ემოციები დაედო საფუძვლად.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების მიზნით იწყება ახალი მარკეტინგული კამპანია "ემოციები - ეს საქართველოა" (Emotions are Georgia), აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყანას 2017 წელს 7 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. ისინი სამშობლოში საქართველოზე დიდი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან და ამ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

ტურისტები „ახალ ტფილისში“ სეირნობისას - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში: საიდან და რამდენი ტურისტი ეწვია ქვეყანას 6 თვეში

შვიდი მილიონი ტურისტის ემოცია პირველად შეიკრიბა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით საქართველოს ციფრულ გზამკვლევში განთავსდა.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ახალ გლობალურ მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც დამყარებულია მილიონობით ტურისტის შთაბეჭდილებებზე, რომელიც მათ მთელ მსოფლიოს გაუზიარეს სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით. ეს კრეატიული და თანამედროვე კამპანია საშუალებას მოგვცემს მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობით", - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახალი კამპანია რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ვებ-გვერდი, ვიდეორგოლი, წიგნი, გარერეკლამა.

ვიდეორგოლი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით შესაძლებელია მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტების ავტორები. მეორე ნაწილში კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდს. რაც შეეხება წიგნს, მასში შესულია სტატიები თემაზე: ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.

კამპანია მთლიანად საქართველოში მოგზაურობისას ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზეა აგებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0