15:16 20 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8363
  • 100 RUB3.8355
  • USD2.4561
პრომეთეს მღვიმე

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (290)
7210

ტურისტები ყველაზე ხშირად პრომეთეს მღვიმესა და თბილისის ეროვნულ პარკს სტუმრობენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195,6 ათასი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების საერთო რაოდენობიდან 55% ქართველია, ხოლო 45% — უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა — 38%-ით. საერთაშორისო ვიზიტორებიდან საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები გერმანიიდან, პოლონეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების ტოპ-5 ასეთია: პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, სათაფლია.

პრომეთეს მღვიმის ნაწილი ზედაპირზე ამოიტანეს>>>

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მაჭახელას ეროვნულ პარკში, თბილისის ეროვნულ პარკში, მტირალას ეროვნულ პარკში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე და მარტვილის კანიონში.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მარტო ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვას, არამედ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. მაისში ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (290)

მთავარი თემები