პრომეთეს მღვიმის ნაწილი ზედაპირზე ამოიტანეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ იზრუნა მათზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრომეთეს მღვიმეში ჩასვლა არ შეუძლია - მათთვის და ყველა მსურველისთვის საგამოფენო დარბაზი მოეწყო

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ამიერიდან პრომეთეს მღვიმის ტერიტორიაზე განთავსებულ საგამოფენო დარბაზში საქართველოს დაცული ტერიტორიების არტეფაქტები გამოიფინა — სასარგებლო წიაღისეული, მინერალური ქვებისა და ძვლებისგან დამზადებული იარაღი, სამკაულები ცხოველების კბილებსგან, ასევე რუკები და ფოტომასალა.

საგამოფენო დარბაზის მოწყობის იდეა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, რადგან აქ საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და იმერეთის მღვიმეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ინახება.

„აქ ძირითადად სამი თემა არის წამოწეული — საქართველოს დაცული ტერიტორიები, იმერეთის მღვიმეები და თავად პრომეთეს კარსტული მღვიმე. რა თქმა უნდა, ინფორმაცია წარმოდგრნილია არამარტო ტექსტების სახით, არამედ ფოტოების, რუკებისა და გეოგრაფიული ნახაზების სახით“, — განაცხადა გალერეის მენეჯერმა რუსუდან ჩაგელიშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში. 

დინოზავრის ფიგურა სათაფლიისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო
დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულია

გალერეაში განთავსებულ ინტერაქტიულ მონიტორებზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს დაათვალიეროს საქართველოს დაცული ტერიტორიების, იმერეთის მღვიმეების ფოტოები, წაიკითხოს საინფორმაციო ტექსტები ცნობილი ბუნებრივი ძეგლების შესახებ. 

„ადამიანებს შეუძლიათ ჩავიდნენ იქ და ნახონ ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც მათ თვალწინ იშლება. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს თავისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქ ჩასვლა არ შეუძლია. ერთმა პრეცედენტმა ხელი შეუწყო იმას, რომ ყველამ შეძლოს აქ მოსვლა და ამ სილამაზის ნახვა“, — განაცხადა პრომეთეს მღვიმის ერთ-ერთმა აღმომჩენმა თამაზ ქობულაშვილმა. 

საგამოფენო დარბაზის შექმნის იდეა უკავშირდება იმას, რომ პრომეთეს მღვიმის დამთვალიერებლების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას რეგიონის შესახებ და იმის შესახებ, თუ რა  შეიძლება ნახონ აქ, მღვიმების კომპლექსის გარდა, განაცხადა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაალ კვანტალიანმა.

პრომეთეს მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. ის მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. 

ასეთი უჩვეულო სახელწოდება მღვიმემ მიიღო ტერიტორიის კეთლმოწყობის შემდეგ, რომელიც 2010 წელს დაიწყო.

საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტად პოპულარული ადგილი სწორედ პრომეთეს მღვიმეა. იანვარ-ივლისის პერიოდში ის 81 100-მა მნახველმა დაათვალიერა. 

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
საქართველოო, ლამაზო - წარმტაცი ვიდეოკადრები ქვეყნის დაცული ტერიტორიებიდან

პოპულარობით მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, რომელიც  აღნიშნულ პერიოდში 74,5 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა. შემდეგ მოდის ყაზბეგის ეროვნული პარკი — 72,1 ათასი ვიზიტორი, სათაფლია — 55,9 ათასი და ოკაცეს კანიონი, სადაც 38 ათასი დამთვალიერებელი იმყოფებოდა.

მთლიანად, 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 489 900 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოში სულ 85 დაცული ტერიტორიაა, მათ შორის არის სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ბუნებრივი ძეგლები და დაცული ლანდშაფტები.

ყველა ახალი ამბავი
0