თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოში ნებისმიერი დასვენება არასრულფასოვნად ჩაითვლება, თუ თქვენ ხინკალს — საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კერძს არ დააგემოვნებთ, იუწყება Euronews-ი.
ხინკლის ისტორია და მისი მომზადების ტექნიკა ევროპული ტელეარხის რეპორტიორმა კლაუდიო როზმინომ ერთ-ერთი ქართული რესტორნის შეფ-მზარეულთან მალხაზ ციკოლიასთან ერთად შეისწავლა.
„ხინკალი — ეს ქართული კერძია, რომელსაც საქართველოს მთიან რეგიონებში ამზადებდნენ. თუმცა შემდეგ იგი მთელ ქვეყანაში ერთ-ერთ საყვარელ კერძად იქცა. და ახლა სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები საქართველოს სტუმრობენ, რათა ნამდვილი ხინკალი მიირთვან", — განაცხადა ციკოლიამ.
მზარეულმა ევროპელ მაყურებელს ხინკლის დამზადების სხვადასხვა ვერსია შესთავაზა — ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცით, ასევე ვეგეტარიანელებს — ყველითა და სოკოთი.
მაყურებელს ასევე აუხსნეს, თუ როგორ უნდა მიირთვან სწორად ხინკალი.
„პირველ ყოვლისა უნდა ჩაკბიჩო ხინკალი, შემდეგ კი წვენი ამოხვრიპო. და ეს მართლა ძალიან გემრიელია", — უხსნის ქართველი მზარეული კლაუდიო როზმინოს.
EURONEWS-ი ევროპაში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო არხია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება 24-საათის განმავლობაში 13 ენაზეა შესაძლებელი.