ბათუმში ზღვაში ბანაობის სეზონი გაიხსნა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმაშველები ბათუმში
მაშველები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში გაიხსნა მორიგი საზაფხულო ტურისტული სეზონი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ".

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზღვაზე მაშველების მუშაობის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა.

გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, სეზონის გახსნის აღსანიშნავად „ანბანის კოშკთან“ გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი დი-ჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T.

პროგრამა საღამოს განაგრძო საკარნავალო შოუმ — ლათინოამერიკულმა ცეკვებმა, რომელიც წარმოადგინა ჯგუფმა Friedrichstadt Ballett. ზეიმი შუაღამის შემდეგ დასრულდა.

აჭარას 2017 წლის საზაფხულო სეზონზე ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი სტუმრობდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. სტუმრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აგვისტოში შეინიშნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0