11:00 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
333 0 0

ნაკრძალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბუნების სილამაზით სიმაღლიდან დატკბნენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ხის კენწეროების ბილიკი პირველად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყობა, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება.

პროექტის მიზანია ადამიანებმა უკეთ შეიცნონ ბუნება. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი ბილიკი ტურისტულ ნაკადების ზრდას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.

წინასწარი გათვლებით, ბილიკი ერთი წლის განმავლობაში 60 ათასიდან100 ათასამდე ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიისსაკრედიტო და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ხის კენწეროების ბილიკის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.

ლაგოდეხის ნაკრძალი ყველაზე დიდი და ძველი ნაკრძალია კავკასიაში, რომელიც ჯერ კიდევ 1912 წელს დაარსდა.

მისი საერთო ფართობი 24,258 ჰექტარს შეადგენს. საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა.

ნაკრძალის ტერიტორიაზე სამი მდინარე მიედინება: შრომისხევი, მაწიმისწყალი და ლაგოდეხისწყალი. აქ ბევრი ჩანჩქერი და მყინვარული წარმოშობის რამდენიმე მთის ტბაა.

ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა სიაშია შეტანილი.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები