დასახელდა საქართველოს ყველაზე პოპულარული ადგილები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხეობა ყაზბეგის რაიონში
ხეობა ყაზბეგის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხოლოდ სექტემბერში საქართველოს 763,7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20,9%-ით მეტია

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები გახდა პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი და ოკაცეს კანიონი, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.

ტურისტული სექტორის შედეგები გუშინ წარმოადგინეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს ასევე ბათუმი და მესტია, კახეთი და თუშეთი.

ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა ზაფხულში დაფიქსირდა მთის — გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთისა და გოდერძის კურორტებზეც, სადაც იმყოფებოდა 73,3 ათასი ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.

ონოფრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში მესტიისა და ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო გზის სიგრძე 1,2 ათასი მეტრი იქნება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წელს საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე განაცხადს შეიტანს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შანსები გავხდეთ მასპინძელი ქვეყანა ამ დიდი ზეიმისა, რომელიც დამატებით ბევრ ტურისტს და ვიზიტორს მოიზიდავს საქართველოში. აგრეთვე ეს ჩემპიონატი გახდება საწყისი იმისა, რომ საქართველო გახდება სპორტული ქყვეყანა. აქ არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც დიდი წარმატებას მიაღწევენ", — განაცხადა ონოფრიშვილმა.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
ტურისტები კმაყოფილები არიან დაცული ტერიტორიების სტუმრობით

პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ სექტემბერში საქართველოს ეწვია 763,7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20,9%-ით მეტია.

"საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის სფეროში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას და უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც 4 სეზონის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად გადაქცევას, სადაც მთელი წლის განმავლობაში იქნება დასვენების, გართობის, საქმიანი ურთიერთობებისა თუ სარეკრეაციო მიზნებისთვის საჭირო გარემო და შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურება", — განაცხადა ჯავახაძემ.

ბოლო ცხრა თვეში საქართველოს განსაკუთრებით აქტიურად სტუმრობდნენ ვიზიტორები არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ასევე ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან.

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ეწვია 5,8 მილიონზე მეტი უცხოელი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 19,2%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0