საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამომსვლელების ლიდერთა სამეულში 2017 წლის სექტემბერში არიან რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის 157,3 ათას 318 მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

ამგვარად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით სექტემბერში პირველ ადგილზე არიან. მეორეზე განთავსდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები — 151 ათასზე მეტი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 15,6%-ით მეტია. ლიდერთა სამეულში არიან სომხეთის მოქალაქეები — 146 ათასზე მეტი, 11,8%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ხინკალი - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულო რუსი ტურისტების ფავორიტების სამეულში შევიდა

საქართველოს წლის დასაწყისიდან რუსეთის 1,1 მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია. ამ მაჩვენებლით რუსეთი ვიზიტორების რაოდენობით იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. პირველი ორი ადგილი აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაინაწილეს. თითოეული ამ ქვეყნიდან წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია.

რაც შეეხება ვიზიტორების საერთო სტატისტიკურ მონაცემებს, ამა წლის სექტემბერში საქართველოს 763 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20,9%-ით მეტია. აქედან 380 ათასზე მეტი ტურისტი იყო, რაც 24,8%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ეწვია 5,8 მილიონზე მეტი უცხოელი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 19,2%-ით მეტია. აქედან დაახლოებით 2,5 ტურისტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%-ით მეტია.

საქართველოში ბოლო წლებში ტურიზმი დინამიკურად ვითარდება, წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ყოველწლიურად ჩნდება ახალი სასტუმროები, ტარდება კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.

 

ყველა ახალი ამბავი
0