შიშველი უცხოელი და ფილტვებდახეთქილი მესიმინდე ქობულეთის პლაჟზე

© Sputnik / Maria Tsimintiaშიშველი გოგონა ქობულეთის სანაპიროზე
შიშველი გოგონა ქობულეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არცთუ იშვიათად ისეთი ტურისტებიც ჩამოდიან, რომლებსაც ქვეყნის ადათ-წესებზე, ტრადიციებზე და კანონმდებლობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. თავისთავად ეს კურიოზების საფუძველიც ხდება. ერთ-ერთ ასეთ უცნაურ ისტორიას ქობულეთში „ქართველი მერლინ მონრო“ მარია ციმინტიაც შეესწრო. მან ამის შესახებ "Sputnik–საქართველოს" უამბო.

ორი კვირის წინ ქობულეთში ჩემ 13 წლის გოგონასთან ერთად ვისვენებდი. ზღვაზე საღამოობით გავდიოდით, სანაპიროზე ცოტა ხალხი იყო. ერთ მშვენიერ საღამოს ჩვენ მახლობლად ორი უცხოელი ტურისტი „დაბანაკდა". წყვილი 30-დან 40 წლამდე იქნებოდა. ქვებზე პირსახოცები დააფინეს და გახდა დაიწყეს. მამაკაცი საცურაო კოსტიუმით ჩავიდა ზღვაში, ქალმა კი ტანსაცმელს საცვლებიც მიაყოლა და წყლისკენ დედიშობილა გაემართა. პლაჟზე მყოფი ადგილობრივები და ქართველი დამსვენებლები სრულიად შიშველი ქალის დანახვაზე თავიდან ჯერ დაიბნენ, გაშრნენ, ხოლო როცა გონს მოეგნენ, მობილური ტელეფონები მოიმარჯვეს და გადაღება დაიწყეს. სადღაც 20 წუთში ქალი წყლიდან ამოვიდა და მზეს მიეფიცხა. ცოლებმა ქმრები ამ ადგილს სულ მუჯლუგუნებით გაარიდეს. დარჩენილები აღელვებას ვერ მალავდნენ. ცუდ დღეში აღმოჩნდა მესიმინდეც – საწყალს სულ დაავიწყდა სიმინდი რომ უნდა გაეყიდა, მახლობლად ჩამოჯდა და გამალებით ექაჩებოდა სიგარეტს სიგარეტზე…

სტოკჰოლმის მერიის ეზო - Sputnik საქართველო
ევროპაში პირველად წასული ქართველი ჟურნალისტის უცნაური თავგადასავალი შვედეთში

ქალს თითქოს მოსწონდა მის მიმართ გამოჩენილი გადაჭარბებული ყურადღება, მისი თანმხლები მამაკაცი კი შექმნილ სიტუაციას აუღელვებლად უყურებდა და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ამ პატარა საკურორტო ქალაქში იმ საღამოს მან და მისმა მეგობარმა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს.

მეორე საღამოს პლაჟზე მათ უკვე ლამის ნახევარი ქობულეთი ელოდა. აქ იყვნენ კაცები, ბავშვები და, რა თქმა უნდა, მესიმინდე…

ტურისტები ისევ იმავე დროს გამოჩნდნენ და ისევ ის ადგილი აირჩიეს. ისევ ისე დარჩა საცურაო კოსტუმში კაცი და ისევ ისე ბოლომდე გაიხადა ქალმა. ჩავიდა წყალში და მიჰყვა იქვე მოდარაჯე მამაკაცებისა და ბავშვების ჯარი. ისევ დააძვრეს ტელეფონები და დაიწყეს გადაღება ნაპირზე დარჩენილებმა. ვიღაც იცინოდა, ვიღაც ილანძღებოდა, ვიღაცას ეცოდებოდა… თავიდან ვიფიქრე, შესაძლოა არ იცის, როგორი ტრადიციების ქვეყანაში ჩამოვიდა-მეთქი, მაგრამ წყლიდან ამოსულმა პოზირება რომ სცადა, მივხვდი, რომ კმაყოფილი იყო საკუთარი „ფან-კლუბით"…

ჯესპერ ბლექი მცხეთაში - Sputnik საქართველო
მეექვსმილიონე ტურისტი და ქართული დახვედრით მიღებული შოკი

აზიატი არ ვარ, მაგრამ სხვისი სიშიშვლის ყურების სურვილი არც მე და არც ჩემ 13 წლის გოგონას არ გვქონდა. გადავწყვიტე, გამოვლაპარაკებოდი და ამეხსნა, რომ უპასუხისმგებლობაა, როცა ჩამოდიხარ ქვეყანაში და არ ინტერესდები იქაური წეს-ჩვეულებებით. მოვიკრიბე მთელი ჩემი ინგლისურის ცოდნა და გამოველაპარაკე „მეზობელს". მითხრა, რომ მეგობართან ერთად ხორვატიიდან ჩამოვიდა, რომ იქ შიშველი ბანაობა არავის უკვირს. ისიც მითხრა, რომ მოსწონდა, ყურადღების ცენტრში რომ აღმოჩნდა. ვუთხარი – არ ვიცი, თქვენ აქ რა მოგწონთ და რა არა, მაგრამ თუ ქვედა საცვალს ახლავე არ ჩაიცვამთ და ძუძუს თავებზე სტიკერებს მაინც არ დაიკრავთ, შეიძლება ეს რომანტიკული მოგზაურობა სრულიად არარომანტიკულად დაგიმთავრდეთ–მეთქი. ჰოდა, თავი თუ არ გეცოდებათ, მე თუ არ გეცოდებით, ბოლო–ბოლო ეს მესიმინდე მაინც შეიცოდეთ, კაცმა მზის დაკვრა მიიღო და მთელი დღის ნავაჭრი ფული სულ სიგარეტში დახარჯა–მეთქი…

ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ჩემი სიტყვები ხორვატ ტურისტს და ქვედა საცვალი ჩაიცვა. დამთავრდა სანახაობა, ნელ-ნელა დაცარიელდა პლაჟი. მესიმინდემაც წამოავლო ვედროს ხელი და ჩვეული ნაბიჯით გაუყვა ზღვის ნაპირს…

ყველა ახალი ამბავი
0