თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების ხუთეულში შევიდა, რომელიც მოსკოველებმა მაისის დღესასწაულებზე დასვენებისთვის აირჩიეს. ამაზე მეტყველებს სასტუმროების საძიებო სერვისის RoomGuru.ru მონაცემები.
რეიტინგი 29 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში სასტუმროებში დაჯავშნული ადგილების რაოდენობით განისაზღვრა. მოსკოველებმა თბილისში აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებლად დაჯავშნეს დაახლოებით 4 ღამე და დღე-ღამეში 75 აშშ დოლარის დახარჯვას აპირებენ.
მაისის დღესასწუალებზე წასვლისთვის პოპულარული ქალაქების ათეულში შევიდნენ: პრაღა, ბარსელონა, მინსკი, თბილისი, ბაქო, ბუდაპეშტი, ერევანი, ტალინი, ლონდონი და პარიზი.
რაც შეეხება რუსულ ქალაქებს, ხუთეულში შევიდა სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, კაზანი, იაროსლავლი და სერგიევ პოსადი.
World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.