01:38 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
ტობავარჩხილი

საქართველოს მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

Photo: courtesy of Georgia
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
238 0 0

საქართველოს მაღალმთიანეთში საოცარი სილამაზის ტბები ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამეგრელოში, ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე ახალი ტურისტული მარშრუტის „ტობას“ განვითარება იგეგმება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის პაატა ლაგვილავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კონცეფციის თანახმად, დაგეგმილია ტობას ხუთი ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარება. ტურისტული მარშრუტი ჩხოროწყუს რაიონის კურორტ მუხურიდან დაიწყება.

„კონცეფციის თანახმად, ტობას მიმართულებით დაგეგმილია გზის გაყვანა და საბაგირო გზის გაკეთება. ეს საკმაოდ საინტერესო ტურისტული მარშრუტია, შესაძლებელი იქნება გამოქვაბულების, კანიონების, იშვიათი მცენარეებისა და სხვა მრავალი რამის ნახვა“, — განაცხადა ლაგვილავამ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება მდინარე გვალაშარას გასწვრივ სამოყვარულო და პროფესიული კანიონინგის ჩასატარებლად.

„ამჟამად ტურისტული მარშრუტი 35 კილომეტრს შეადგენს, თუმცა მას შემდეგ, რაც აიგება საბაგირო გზა, ტურისტები ტობასთან დაკავშირებას უფრო მოკლე მარშრუტით შეძლებენ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საბაგირო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დამონტაჟება, რათა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას ზიანი არ მიადგეს“, — განაცხადა ლაგვილავამ.

ეს საკმაოდ საინტერესო მარშრუტი იქნება, რომელიც რეგიონს დამატებით ინვესტიციებს მოუტანს. გარდა ამისა, ეს ჩვენი რეგიონისთვის ახალი ტურისტული მიმართულება იქნება, აღნიშნა მან.

„ტობა უზარმაზარ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. თუმცა ამჟამად იქ აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ არის. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ტობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, — აღნიშნა ლაგვილავამ.

ახლა ზოგიერთ ტბასთან მისასვლელად 8 და 12 კილომეტრის ფეხით გავლაა საჭირო.

ამ ეტაპზე დაგეგმილია პროექტის შემუშავება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი „ტობას“ მარშრუტი.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები