Forbes-ი ამერიკელებს იაფი დასვენებისთვის საქართველოს ურჩევს

© Sergo Edisherashviliზამთრის ბათუმი
ზამთრის ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი ექსპერტების აზრით, თავისი ტრადიციული სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე, საქართველო ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა საქართველო 2017 წელს დასვენებისთვის ყველაზე იაფი 30 მიმართულების სიაში ჩართო.

სტატიის ავტორი ლაურა ბეგლი ბლუმი ამერიკელებს ურჩევს, ჩაალაგონ ჩემოდნები, რადგან 2017 წელი გვპირდება, რომ იაფი მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი დრო იქნება. ის ამას ამერიკული დოლარის ისტორიული გამყარებით, ასევე მომავალ წელს ავიაბილეთებზე ღირებულების შემცირების პროგნოზით ხსნის.

ბლუმმა ტურიზმის 14 სპეციალისტთან საუბრის შედეგად იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც მოგზაურობა იაფი ჯდება. ამერიკელებს 2017 წელს საქართველოში მოგზაურობას ერთდროულად ორი ექსპერტი ურჩევს — მეგან კოლინსი ავტორიტეტული სააგენტო Food Fun Travel-დან და მოგზაურებისთვის ინტერნეტ-რესურსის A Little Adrif დამაარსებელი შენონ ო’დონელი.

ო’დონელის თქმით, საქართველოში მომგებიანი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რაც ამ ქვეყანას „საოცრად იაფს“ ხდის.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა

„ქვეყანას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს და, ალბათ, ყველაზე ცნობილი თავისი სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით არის. საკვები, ღვინო, ცეკვები და პეიზაჟები ასევე არანაკლებად მოგხიბლავთ. თბილისში ყოფნიდან რამდენიმე დღეში საქართველო სათავეში ჩაუდგა სიას, სადაც ვგრძნობდი, რომ ნამდვილად უხაროდათ ჩემი ყოფნა“, — აღნიშნა შენონმა.

მეგან კოლინსმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო დროს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტად იზიდავს.

„საქართველოს ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია — ლამაზი პეიზაჟები, უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ხოლო საკვებისგან „ნერწყვი მოგადგებათ“. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ამ ქვეყანას ღვინის სამშობლოს წოდებაზე აქვს პრეტენზია (აქ ღვინოს 8 ათასი წელია ამზადებენ), და თქვენ დანიშნულების ახალ პუნქტს მიიღებთ. საქართველოში კარგ რესტორანში ორ პერსონაზე შეგიძლიათ ნოყიერი საკვები და ღვინო შეუკვეთოთ და თან 30 დოლარზე ნაკლები დახარჯოთ“, — აღნიშნა კოლინსმა.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამერიკელებმა უნდა იჩქარონ, რადგან საქართველოზე ახლა აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს და ქვეყანა ტურისტებისთვის იაფი ქვეყანა დიდხანს არ დარჩება.

საქართველოსთან ერთად 2017 წელს იაფი დასვენების ქვეყნების სიაში ასევე მოხვდნენ საბერძნეთი, ბალი, ლას-ვეგასი, პორტუგალია, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა, კამბოჯა, მოზამბიკი, კოსტა-რიკა, ბურლგარეთი და სხვა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს 5,8 მილიონ ვიზიტორზე მეტი ეწვია, აქედან 2,5 მლნ ადამიანზე მეტი ტურისტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0