ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
National Geographic-ის კონკურსში საქართველომ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო გასტრონომიული ტურიზმი“ მეორე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. National Geographic Traveler Awards 2016-ის კონკურსზე ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 

23 ნომინაციაში ონლაინ-ხმის მიცემა 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში National Geographic-ის ვებ-გვერდზე გაიმართა.

ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ 19 ქვეყანა მონაწილეობდა — საქართველო (18%), შრი-ლანკა (14%) და ირანი (11%) ლიდერთა სამეულში მოხვდნენ. ნომინაციაში „საუკეთესო გასტრონომიული ტურიზმი“ საქართველომ (17%) მეორე ადგილი დაიკავა, ნომინაციის ლიდერი ჩინეთი (18%) გახდა, სამეულს კი იტალია (15%) ასრულებს. 

ქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული სუფრა

ჟურნალი National Geographic — აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემა 1888 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. გამოცემა ორიენტირებულია გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0