MarieClaire: საქართველოში ყველაზე ლამაზი და გულისხმიერი მამაკაცები არიან

გამოწერა
რუსი ქალები ქართველი მამაკაცების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქალთა პოპულარული ჟურნალ MarieClaire-ის რუსულმა ვერსიამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ყველაზე ლამაზი და გულისხმიერი მამაკაცები ცხოვრობენ.

სტატიის ავტორის აზრით, უმაღლესი განათლების მქონე ბევრი გოგონა, სერიოზული მამაკაცებისგან დაღლილი, ზღვაზე მიემგზავრება და იქ ხანდახან უბრალო და მხიარული ახალგაზრდების მკლავებში ისვენებს.

„როცა თანამემამულეებთან ყველაფერი ძალზე მარტივი ან ყველაფერი ძალზე რთულია, ეგზოტიკის ძებნაში ჰორიზონტების ძიებას ვიწყებთ. ვეძებთ ვნებიან მამაკაცებს, მორჩილ მამაკაცებს, იდუმალ მამაკაცებს… ერთი სიტყვით, ისეთებს, რომლებიც არ ჰგვანან მათ, ვისაც მივეჩვიეთ“, — წერს ავტორი.

ამის შემდეგ ავტორს მოჰყავს ქვეყნების სია, სადაც კაცობრიობის ასეთი ძლიერი ნახევრების პოვნაა შესაძლებელი. ავტორის თქმით, თავისი გეოგრაფიული მიმოხილვა სუბიექტური და მიამიტი განზოგადებაა, მაგრამ ავტორისა და მისი მეგობრების პირად დაკვირვებებსა და განცდებს ეყრდნობა. 

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში კიდევ მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა

ქართველ მამაკაცებზე საუბრისას რეიტინგის ავტორი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირებისა, რუსი ქალები საქართველოში ყოველთვის ეყვარებათ.

დაბოლოს, ავტორის სასარგებლო რჩევა: ნუ გააფუჭებთ ქართველ მამაკაცთან საოცარ ტეტ-ა-ტეტ ურთიერთობას პოლიტიკაზე საუბრით.

რუსული ჟურნალის აზრით, ყველაზე ლამაზი მამაკაცები ასევე არიან საბერძნეთში, ლიტვაში, იტალიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, ტუნისში, ინდოეთსა და ჩინეთში.

სიის ბოლოსაა გამბია, იამაიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა და ავსტრალია.

ჟურნალი MarieClaire გამოირჩევა ექსკლუზიური რეპორტაჟებით, რომლებიც თანამედროვე ქალის ახალ მხარეებს ასახავს. ჟურნალის საშუალო ტირაჟია თვეში 160 000 ეგზემპლარი.


ყველა ახალი ამბავი
0