როგორ მოვიშოროთ ყურიდან გოგირდის საცობი სახლის პირობებში: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / Arno_Mქალი გვირილით
ქალი გვირილით - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
თუ ყურში წარმოქმნილი გოგირდის საცობი პრობლემებს გიქმნით, შეგიძლიათ ბრიტანელი ექიმების მიერ რეკომენდებული მეთოდები გამოიყენოთ.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ყურში გოგირდის დაგროვებამ შეიძლება არაერთი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, ყურის ტკივილი ან სმენის დაქვეითებაც კი, წერს Express-ი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2020
არ გამოიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები: მეცნიერები საშიშ ინფექციაზე გვაფრთხილებენ
როგორც გამოცემა წერს, ყურის გოგირდი უმეტეს შემთხვევაში თავისით გამოიდევნება (ქრება). თუმცა, თუ მისი დაგროვება დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ NHS-ის მიერ რეკომენდებული შინაურული მეთოდები და სახლის პირობებში აღმოფხვრათ პრობლემა.
ამასთან სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება თითებითა და რაიმე საგნებით ყურის „ჩხრეკა“, რათა გოგირდის საცობი კიდევ უფრო ღრმად არ შევწიოთ და მდგომარეობა კიდევ მეტად არ გავაუარესოთ.
NHS-ის სპეციალისტების თქმით, სახლის პირობებში გოგირდის საცობის მოშორების პირველი მეთოდისთვის ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთი დაგჭირდებათ.
  • ჩაიწვეთეთ ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთის ორი-სამი წვეთი ყურში. შემდეგ დადეთ თავი ბალიშზე ისე, რომ ზეთჩაწვეთებული ყური ზედა მხარეს მოექცეს (ეს ხელს შეუწყობს ზეთის ყურში კარგად ჩასვლას) და დარჩით ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ზეთმა ყურის არხში გავლა მოახერხოს.
ეს პროცედურა დღეში სამ-ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ სამი-ხუთი დღის განმავლობაში. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საცობები თავისით გამოვარდება ყურიდან.
თუ ზეთის მანიპულაციებმა უშედეგოდ ჩაიარა, გოგირდის საცობის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის ასპირატორი (ერთგვარი მცირე ზომის ოყნა), რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. 
  • აავსეთ ასპირატორი წყლით და მერე ნელ-ნელა, ფრთხილად შეუშვით ყურში, რათა გოგირდის საცობი დაიძრას და გარეთ გამოვარდეს.
ამასთან ექიმები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ასპირატორის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს, როგორიცაა ორგანოში ინფექციის შეტანა ან ყურის დაფის აპკის დაზიანება. ამიტომ ამ მეთოდს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი ნახმარი ასპირატორი. 
ყველა ახალი ამბავი
0