https://sputnik-georgia.com/20210719/gogirdis-sacobi-yurSi-rogor-moviSoroT-britaneli-eqimebis-rCeva-252359467.html
როგორ მოვიშოროთ ყურიდან გოგირდის საცობი სახლის პირობებში: ექიმი გირჩევთ
როგორ მოვიშოროთ ყურიდან გოგირდის საცობი სახლის პირობებში: ექიმი გირჩევთ
Sputnik საქართველო
თუ ყურში წარმოქმნილი გოგირდის საცობი პრობლემებს გიქმნით, შეგიძლიათ ბრიტანელი ექიმების მიერ რეკომენდებული მეთოდები გამოიყენოთ. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T15:08+0400
2021-07-19T15:08+0400
2021-07-19T19:35+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/21/245742141_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_d9989cf2fb9d70c26fc44e61e7442062.jpg
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ყურში გოგირდის დაგროვებამ შეიძლება არაერთი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, ყურის ტკივილი ან სმენის დაქვეითებაც კი, წერს Express-ი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტებზე დაყრდნობით.როგორც გამოცემა წერს, ყურის გოგირდი უმეტეს შემთხვევაში თავისით გამოიდევნება (ქრება). თუმცა, თუ მისი დაგროვება დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ NHS-ის მიერ რეკომენდებული შინაურული მეთოდები და სახლის პირობებში აღმოფხვრათ პრობლემა.ამასთან სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება თითებითა და რაიმე საგნებით ყურის „ჩხრეკა“, რათა გოგირდის საცობი კიდევ უფრო ღრმად არ შევწიოთ და მდგომარეობა კიდევ მეტად არ გავაუარესოთ.NHS-ის სპეციალისტების თქმით, სახლის პირობებში გოგირდის საცობის მოშორების პირველი მეთოდისთვის ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთი დაგჭირდებათ.ეს პროცედურა დღეში სამ-ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ სამი-ხუთი დღის განმავლობაში. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საცობები თავისით გამოვარდება ყურიდან.თუ ზეთის მანიპულაციებმა უშედეგოდ ჩაიარა, გოგირდის საცობის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის ასპირატორი (ერთგვარი მცირე ზომის ოყნა), რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამასთან ექიმები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ასპირატორის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს, როგორიცაა ორგანოში ინფექციის შეტანა ან ყურის დაფის აპკის დაზიანება. ამიტომ ამ მეთოდს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი ნახმარი ასპირატორი.
https://sputnik-georgia.com/20200302/ar-gamoiyenoT-yuris-Cxirebi-mecnierebi-saSiS-infeqciaze-gvafrTxileben-247868046.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/21/245742141_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_d2580a3b52b7b93718fb09c273a7e3fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
როგორ მოვიშოროთ ყურიდან გოგირდის საცობი სახლის პირობებში: ექიმი გირჩევთ
15:08 19.07.2021 (განახლებულია: 19:35 19.07.2021) თუ ყურში წარმოქმნილი გოგირდის საცობი პრობლემებს გიქმნით, შეგიძლიათ ბრიტანელი ექიმების მიერ რეკომენდებული მეთოდები გამოიყენოთ.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ყურში გოგირდის დაგროვებამ შეიძლება არაერთი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, ყურის ტკივილი ან სმენის დაქვეითებაც კი, წერს
Express-ი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ყურის გოგირდი უმეტეს შემთხვევაში თავისით გამოიდევნება (ქრება). თუმცა, თუ მისი დაგროვება დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ NHS-ის მიერ რეკომენდებული შინაურული მეთოდები და სახლის პირობებში აღმოფხვრათ პრობლემა.
ამასთან სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება თითებითა და რაიმე საგნებით ყურის „ჩხრეკა“, რათა გოგირდის საცობი კიდევ უფრო ღრმად არ შევწიოთ და მდგომარეობა კიდევ მეტად არ გავაუარესოთ.
NHS-ის სპეციალისტების თქმით, სახლის პირობებში გოგირდის საცობის მოშორების პირველი მეთოდისთვის ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთი დაგჭირდებათ.
- ჩაიწვეთეთ ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთის ორი-სამი წვეთი ყურში. შემდეგ დადეთ თავი ბალიშზე ისე, რომ ზეთჩაწვეთებული ყური ზედა მხარეს მოექცეს (ეს ხელს შეუწყობს ზეთის ყურში კარგად ჩასვლას) და დარჩით ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ზეთმა ყურის არხში გავლა მოახერხოს.
ეს პროცედურა დღეში სამ-ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ სამი-ხუთი დღის განმავლობაში. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საცობები თავისით გამოვარდება ყურიდან.
თუ ზეთის მანიპულაციებმა უშედეგოდ ჩაიარა, გოგირდის საცობის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის ასპირატორი (ერთგვარი მცირე ზომის ოყნა), რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
- აავსეთ ასპირატორი წყლით და მერე ნელ-ნელა, ფრთხილად შეუშვით ყურში, რათა გოგირდის საცობი დაიძრას და გარეთ გამოვარდეს.
ამასთან ექიმები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ასპირატორის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს, როგორიცაა ორგანოში ინფექციის შეტანა ან ყურის დაფის აპკის დაზიანება. ამიტომ ამ მეთოდს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი ნახმარი ასპირატორი.