როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი

© photo: Pixabay / geraltპიგმენტური ლაქები ხელზე
პიგმენტური ლაქები ხელზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქების მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება.

ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2020
ვაშლის ძმარი, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა, ახალგაზრდებიც ხშირად არიან ამისგან დაუცველი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი. თანაც ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

  • ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი – ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი. 

ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.

დაგჭირდებათ:

  • 1 ხახვი
  • დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ხახვი და ძმარი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს).

მომზადების წესი:

  • გავფცქვნათ ხახვი, გავრეცხოთ
  • გავთქვიფოთ ბლენდერში, უნდა მივიღოთ ფაფისებური მასა
  • დავამატოთ ვაშლის ძმარი
  • დავიდოთ ლაქებზე ბამბის ტამპონით
  • გავიჩეროთ 30 წუთი
  • დავიბანოთ ცივი წყლით

ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე). 

როგორ მოვიშოროთ პაპილომები სახლის პირობებში>>

ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).

გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით, თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0