მწვანე თუ მწიფე? ვინ როგორი ბანანი უნდა მიირთვას – ექიმი განმარტავს

CC BY 2.0 / manuel m. v. / en los invernaderos dela arganzuela de madridბანანი „კავენდიში“
ბანანი „კავენდიში“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ექიმის თქმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს თამამად შეუძლიათ მიირთვან ბანანი, ოღონდ გარკვეულ მდგომარეობაში.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. როგორი ბანანია ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო − ნაკლებად მწიფე თუ უკვე გადამწიფებული, ან ვინ როგორი ნაყოფი უნდა მიირთვას, ექიმი დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა განმარტავს.

გადამწიფებული ბანანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2019
შეიძლება თუ არა კანგაშავებული ბანანის ჭამა

„ნაკლებად მწიფე, ჯერ ისევ მწვანე ბანანი დაბალკალორიულია — სულ 56 კკლ 100 გრამზე. დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო (დაახლოებით 40) მწვანე ბანანი შეუძლიათ მიირთვან მათ, ვისაც გახდომა სურს და ასევე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა. ასეთ ნაყოფში ცოტა შაქარი და ბევრი სახამებელია (დაახლოებით 12,5 გრამი 100 გრამზე), ამიტომ ის მადას აქვეითებს და დიდხანს მუშავდება“, — ამბობს ექიმი.

რაც შეეხება გადამწიფებულ ბანანს, მის 100 გრამში 90-დან 100 გრამამდე კილოკალორიაა.

„ასეთი ბანანის გლიკემიური ინდექსი დაახლოებით 70-ს შეადგენს. ამიტომ თუ ჭარბი წონა გაქვთ, ჯობს უარი თქვათ გადამწიფებულ ბანანზე. მწვანე ნაყოფისგან განსხვავებით, ის იოლად გადამუშავდება ორგანიზმში: ხანგრძლივი ფიზიკური მუშაობისა თუ ვარჯიშის დროს ის სწრაფი ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება“, — განმარტა კორაბლიოვამ.

ბანანები - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2016
სტიკერი ბანანზე — მარტივი და აუცილებელი ინფორმაცია თქვენთვის

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ გადამწიფებული ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კატეხინებს — ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

მისი თქმით, ერთი-ორი ბანანი დღეში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის: ერთ ცალ ნაყოფში კალიუმის დღიური ნორმის დაახლოებით 10% და ფოლიუმის მჟავის სადღეღამისო ნორმის 30% შედის, რაც აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0