რით არის მავნებელი და სასარგებლო ცხელ წყალში ბანაობა: ბრიტანელი ექიმების რჩევა

© Pixabay / Seregasშხაპი
შხაპი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ცხელი შხაპი ხელს უწყობს სტრესის მოხსნასა და კუნთების რელაქსაციას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მას შეიძლება ნეგატიური შედეგებიც მოჰყვეს.

თბილისი, 25 მაისი − Sputnik. ცხელი შხაპის რეგულარული მიღება შესაძლოა მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, წერს გამოცემა Express ბრიტანელ მედიკოსებზე დაყრდნობით.

მამაკაცი მთქნარებისას - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
როდისაა მთქნარება სახიფათო დაავადებების მაცნე: ექიმის განმარტება

სპეციალისტების თქმით, ცხელმა წყალმა შესაძლოა დამღუპველი გავლენა მოახდინოს კანზე. კერძოდ, ამ დროს ზიანდება ეპიდერმისზე განლაგებული კერატინის უჯრედები.

გარდა ამისა, ცხელ წყალში ბანაობა იწვევს კანის სიმშრალეს და ამძაფრებს დერმატოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის, ეგზემას.

ექსპერტები გვირჩევენ, მივიღოთ ხანმოკლე შხაპი, ზომიერად გრილი წყლით. პროცედურა არ უნდა გრძელდებოდეს ათ წუთზე მეტ ხანს.

გარდა ამისა, საჭირო არ არის კანის უხეში სახეხებით დამუშავება − ამან შეიძლება მიკროტრავმები გამოიწვიოს.

წყლის პროცედურების დასრულების შემდეგ კი აუცილებლად უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
უბრალოდ დაღლილობა თუ ორგანიზმის გამოფიტვა: სახელდება ამოსაცნობი ნიშნები

თუმცა ბრიტანელი ექიმები იქვე აღნიშნავენ, რომ ცხელ აბაზანას თავისი უპირატესობებიც აქვს. ის ხელს უწყობს მოდუნებას, სტრესის მოხსნას, კუნთების რელაქსაციას.

მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ერთსაათიანი ცხელი აბაზანა წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც ნახევარი საათის განმავლობაში სიარული.

გარდა ამისა, იმავე კვლევით დადასტურდა, რომ პაციენტების სისხლში, რომლებმაც ცხელი აბაზანა მიიღეს, ჭამის შემდეგ შაქრის რაოდენობა დაახლოებით 10%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ.

ამასთან ცხელი შხაპი კარგ შედეგს იძლევა გაციების ან რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში. ის ასევე უწყობს ხელს კარგ ძილს.

ყველა ახალი ამბავი
0