07:03 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (117)
178 0 0

ბრიტანელი ექიმი ორგანიზმის გამოფიტვის სახიფათო სიმპტომებს ასახელებს და რამდენიმე საყურადღებო რეკომენდაციასაც გასცემს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ, ორგანიზმის პათოლოგიური გამოფიტვა დაღლილობისგან განასხვავოთ, განუცხადა  გამოცემა Express−ს ბრიტანელმა ექიმ-დიეტოლოგმა კლარისა ლენჰერმა.

მისი თქმით, გამოფიტვამ, ანუ ძლიერმა გადაღლილობამ, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.

„თუ განწყობა ჩვეულებრივზე ხშირად გეცვლებათ, გეუფლებათ გაუცხოების შეგრძნება, შფოთვა ან დეპრესია, ეს შესაძლოა იყოს გამოფიტვის შედეგი. თუ ასეთი შეგრძნებები ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს“, — წერს ლენჰერი.

სპეციალისტის თქმით, ადამიანს დღე−ღამეში 7−9 საათი უნდა ეძინოს, რათა ტვინმა და სხულმა დასვენება და ნორმალური ფუნქციონირება მოახერხოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილს არ იკლებთ, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებთ და თავს მოდუნებულად გრძნობთ, ესე იგი, გამოფიტვის პრობლემები გაქვთ.

სახიფათო სიმპტომები

ექსპერტი ორგანიზმის გამოფიტვის სახიფათო ნიშნებს შორის ასახელებს წონის ცვალებადობას. როგორც ის განმარტავს, ზოგი ადამიანი ენერგიის შესავსებად კალორიულ საკვებს ეტანება და წონაში იმატებს, ზოგს კი პირიქით, გამუდმებული დაღლილობის გამო მადა ეკარგება და სწრაფად კარგავს კილოგრამებს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოფიტვის გამო ადამიანს ცნობიერების გაბუნდოვანება ეწყება, ანუ უჭირს აზროვნება და ყურადღების კონცენტრაცია, უქვეითდება მახსოვრობა. ეს ტვინის გამოფიტვის ნიშანია.

თუ ასეთი მდგომარეობა ორიოდე კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის,  ჰორმონალური დისბალანსის, კუჭ−ნაწლავის მდგომარეობისა და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტზე გამოკვლევა.  

ორგანიზმის გამოფიტვა აისახება თმებისა და კანის მდგომარეობაზეც. და ეს ყველაზე ხშირი და გავრცელებული სიმპტომია.

  • „თუ კანი გამოგიშრათ, ფერი შეიცვალა და გამონაყარი გაგიჩნდათ, ხოლო თმები შეგითხელდათ და ცვენა დაიწყო — ეს პირდაპირ მიანიშნებს ორგანიზმის უძლიერეს გადაღლილობაზე“, — ამბობს ექიმი.

მანამდე ბრიტანელმა და ნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონებრივი გადაღლილობის, ყურადღებისა და კოგნიტიური  უნარების დაქვეითების მიზეზი შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები იყოს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (117)

მთავარი თემები