05:27 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (517)
29410

ადამიანები ლამის ყოველდღე უშვებენ შეცდომებს — დიდსა თუ მცირეს, საბედისწეროსა თუ ნაკლები სიმძიმისას.

ამის მიზეზი ხშირად უბრალო დაუფიქრებლობაა, რაც ახალგაზრდებს მეტად ახასიათებთ, ვიდრე სიჭარმაგეში შესულებსა და შეცდომებზე უკვე ცხვირწამტვრეულებს.

იმისათვის, რომ სიყმაწვილეში ჩადენილ-ნამოქმედარმა სიბერე არ გაგიმწაროთ, გონება ცოტა მეტად უნდა დაძაბოთ.

კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, თქვენც ხომ არ უშვებთ იგივე შეცდომებს, რასაც ლამის ყოველი მეორე, როდესაც:

•    უამრავ დროს კარგავთ არაფრისმომცემი სერიალებისა და გადაცემების ყურებაში;

•    უარს ამბობთ რეალურ ცხოვრებაზე და  ვირტუალურ სამყაროში ატარებთ სიცოცხლეს, რომელიც ერთხელ გვეძლევა;

•    იშვიათად გადიხართ ბუნების წიაღში დასასვენებლად;

•    ყურადღებას არ აქცევთ ჯანმრთელობას,  არაჯანსაღი წესით ცხოვრობთ;

•    ყოველდღიურად არ სწავლობთ და შეიმეცნებთ რაიმე ახალს;

•    იშვიათად ადევნებთ თვალს მზის ამოსვლას;

•    ატარებთ ნიღაბს, რომელიც თქვენს ჭეშმარიტ სახესა და პიროვნებას მალავს;

•    ცხოვრობთ შიშსა და შებოჭილობაში, რაც კრეატიულად აზრონებაში გიშლით ხელს და თავს ახალგაზრდობაშივე მოხუცად გაგრძნობინებთ;

•    იშვიათად იქცევით ბავშვივით, არადა ეს ხშირად საჭიროა;

•    იშვიათად ხვდებით მეგობრებს;

•    ეჭვიანობა და შური გეუფლებათ და ეს ბნელი გრძნობები თქვენს სულში ნათელს სძლევს;

•    სხვის მოსაზრებებს სერიოზულ ყურადღებას აქცევთ.

კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ ცხოვრება წარმავალია და ხელიდან გაშვებულ დროს უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

გაიაზრეთ ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები და შეეცადეთ, იცხოვროთ გონივრულად, რათა სიბერეში სინანულმა არ მოგიწიოთ, როცა თითზე კბენა გვიან იქნება.

თემები:
სასარგებლო რჩევები (517)

მთავარი თემები