— კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება, უფრო მეტ შეცდომას დავუშვებდი და არ ვეცდებოდი, რომ სრულყოფილი ვყოფილიყავი. თანაც, ყველაფერს ბევრად მარტივად შევხედავდი;
— ვეცდებოდი, იმაზე უფრო ბრიყვი ვყოფილიყავი, ვიდრე ეს სინამდვილეში გამოვიდა;
— სერიოზულად ცოტა რამეს აღვიქვამდი;
— სისუფთავის ასეთი ზედმეტად მოყვარული არ ვიქნებოდი, მეტს გავრისკავდი და უფრო ბევრს ვიმოგზაურებდი;
— უფრო ბევრ მზის ჩასვლას დავესწრებოდი და მეტ მთაზე ავიდოდი;
— ბევრ მდინარეს გადავცურავდი და უფრო მეტ ნაყინს შევჭამდი;
— მექნებოდა მეტი რეალური და ნაკლები გამოგონილი პრობლემა;
— თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრება, გაზაფხულზე უფრო ხშირად ვივლიდი ფეხშიშველა;
— უფრო ბევრჯერ ვესტუმრებოდი მყუდრო ადგილებს და მეტ მზის ამოსვლას ვიხილავდი;
— უფრო მეტს ვითამაშებდი ბავშვებთან;
— კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება… მაგრამ მე უკვე 85 წლისა ვარ და მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე აღარ ვიქნები.
ხორხე ლუის ბორხესი 86 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა…