20:03 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
15057232

წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბურღულეულია, რომელიც მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

წიწიბურა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში შედის. მისგან ამზადებენ ფაფას, ამზადებენ გარნირის სახით, უმატებენ სუპში და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ თავისი გემოს წყალობით ის ადამიანებს ძალიან უყვართ.

• შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით წიწიბურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს უახლოვდება და ამიტომ ხორცის თითქმის სრულფასოვან შემცვლელად მიიჩნევა. ამასთან, წიწიბურას ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს.

• წიწიბურა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მისი მიღების შემდეგ სისხლში შაქარი ნელა იზრდება და არა უცებ, როგორც ეს სხვა ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღებისას ხდება.

• წიწიბურას ფაფა მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ორგანიზმს გარემო ფაქტორების უსიამოვნო ზემოქმედებისგან დაცვას უწყობს ხელს.

• წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ის თითქმის ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა. წიწიბურაში არ არის ნიტრატები, პესტიციდები და ჰერბიციდები. ამ მცენარეს ქიმიკატები, უბრალოდ, არ სჭირდება. ის მშვენივრად ვითარდება სასუქის გარეშე და სარეველასაც დახმარების გარეშე უმკლავდება.

• წიწიბურას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება სიმსივნისგან დაცვის უნარია. ფლავონიდების შემცველობის წყალობით ის სიმსივნის ზრდას აბრკოლებს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე ეკოლოგიურ ვითარებაშია მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, წიწიბურა ამცირებს თრომბოზის განვითარების რისკს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას „ცუდი" ქოლესტერინისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვების დაავადებების განვითარებას.

მთავარი თემები